როგორ მოამზადოთ სასარგებლო სასმელი ჯანსაღი სისხლის ფორმირებისთვის
მართალია, ის მაღალკალორიულია, მაგრამ ნაყოფი შედგება სასარგებლო მონოუჯერი ცხიმებისა და უჯრედისისგან, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს საჭმლის მონელების პროცესზე. ოლეინის მჟავას შემცველობის გამო ავოკადო ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში. ნაყოფი შეიცავს ცილის საკმარის რაოდენობას, შესაბამისად, თავისუფლად შეუძლია ჩაანაცვლოს ხორცი და ყველი ყოველდღიურ რაციონში. ასევე, ავოკადო ხელს უწყობს კონცენტრაციისა და მეხსიერების გაუმჯობესებას, ზრდის სტრესისადმი გამძლეობას.
ხილის ეს სახეობა, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობის გამო, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. სწორედ ამ მჟავების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ათეროსკლეროზის განვითარება. კალიუმი ხელს უწყობს გულის გამართულ ფუნქციობას, ნორმალიზებას უწევს ორგანიზმში წყალმარილოვან ცვლას. ნაყოფი სასარგებლოა მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებისთვის, რადგან ამცირებს წნევას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ავოკადოს სარგებელი სისხლის მიმოქცევისა და ჰემოპოეზის (სისხლის წარმოქმნის) ნორმალიზებისთვის. სპილენძი, რომელიც ავოკადოს მინერალურ-ვიტამინური კომპლექსის შემადგენელი ნაწილია, ხელს უშლის ანემიის (სისხლნაკლებობის) განვითარებას. რკინა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჰემოპოეტური ელემენტი, ხოლო B2 ვიტამინი (რიბოფლავინი) მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში. სპილენძი და რკინა, ერთმანეთთან შეწყობით, შესანიშნავად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. გაგრძელება