როგორ მოვამზადოთ ფუმფულა ომლეტი ფქვილით
კვერცხები გატეხეთ თასში, დაუმატეთ მარილი, პილპილი, თბილი რძე და ფქვილი. ჩანგლით ათქვიფეთ.

გახურებულ ტაფაზე დადეთ კარაქი და დაასხით კვერცხის მასა.

გააჩერეთ 1 წთ საშუალო ცეცხლზე.
ცეცხლს დაუწიეთ მინიმალურამდე, დაახურეთ ტაფას თავსახური და შეწვით ომლეტი 10-15 წთ-ის განმავლობაში.
გამორთეთ ცეცხლი და დატოვეთ ტაფა კიდევ 5 წთ.
