როგორ დავეხმაროთ გოგონას კომპლექსების დაძლევაში - rogor.ge

როგორ დავეხმაროთ გოგონას კომპლექსების დაძლევაში

როდის უნდა ავტეხოთ განგაში? მოზარდები თავშეკავებული ადამიანები არიან და ყოველთვის არ საუბრობენ თავიანთ პრობლემებზე. ამიტომ, მშობლებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება შემდეგ ცვლილებებს:

ბავშვი სარკეს გაურბის, სხვადასხვა საბაბით უარს ამბობს ფოტოგადაღებაზე.პირიქით, გამუდმებით იყურება სარკეში, მაგრამ უკმაყოფილო ან ნაწყენი მზერით;

ეძებს გარკვეულ კუთხეს, საიდანაც სავარაუდო ნაკლი არ ჩანს; სარკესთან დიდ დროს ატარებს სწავლისა და მისთვის ადრე მნიშვნელოვანი სხვა აქტივობების საზიანოდ.

საუბარში დროდადრო ეხება გარეგნობის „დეფექტს“, რომელიც აწუხებს, უფრო ხშირად, ვიდრე საჭიროა, ხელით ეხება სხეულის იმ ნაწილს, რომელიც აწუხებს, ცდილობს მის დაფარვას ან დამალვას სხვადასხვა გზით - სასაცილოდაც კი.ბავშვი ზედმეტად დიდ დროს უთმობს ინფორმაციის ძიებას იმ „დეფექტის“ შესახებ, რომელიც მას აწუხებს, აკვიატებულად ეძებს მსგავს ხარვეზებს საჯარო ადამიანებში და ა.შ.გარეგნობით გადაჭარბებულ ზრუნვას თან ახლავს აპათია, თანატოლებთან კომუნიკაციის სურვილის გაქრობა, მადის დაკარგვა, ძილის დარღვევა და დეპრესიის სხვა ნიშნები.

თუ ამ სიმპტომებიდან რამდენიმე დამახასიათებელია თქვენი თინეიჯერი ქალიშვილისთვის, საუკეთესო, რაც შეგიძლიათ მისთვის გააკეთოთ, სპეციალისტთან ვიზიტია. დასაწყისისთვის - ფსიქოლოგთან და დეპრესიის ნიშნებით - კარგ ფსიქოთერაპევტთან. გაგრძელება