როგორ უნდა მოაწყოთ ტერასა - რამდენიმე კარგი იდეა - rogor.ge

როგორ უნდა მოაწყოთ ტერასა - რამდენიმე კარგი იდეა

სრულფასოვანი სასადილო ზონა

3-1690190622.jpg

იმ შემთხვევაში, თუ ტერასა სამზარეულოსგან ძალიან მოშორებით არ არის განთავსებული, შეგიძლიათ მოაწყოთ სრულფასოვანი სასადილო ზონა ოჯახური ტრაპეზისთვის და ასევე სტუმრების მისაღებად. ეს მოგცემთ საშუალებას, გააფართოოთ სამზარეულოს საზღვრები და რაც ყველაზე მთავარია, მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე. ეცადეთ ტერასისთვის შეარჩიოთ კომპაქტური და მაქსიმალურად ფუნქციონალური ავეჯი. თუ სივრცე მოგცემთ საშუალებას ტერასაზე, გარდა მაგიდისა შეგიძლიათ მოათავსოთ ჭურჭლის კარადა და სხვა აქსესუარებიც.

სივრცე ხელოვნებისთვის

3-1690190649.jpg

ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანი გატაცებულია ან დაკავებულია ხელოვნებით, ფერწერით, ქმნის რამეს და სახლში არ აქვს სათანადო სამუშაო პირობები. შეგიძლიათ სასარგებლო შეუთავსოთ სასიამოვნოს და ტერასაზე მოაწყოთ შემოქმედებითი კუთხე, სადაც დაიხარჯებით ხოლმე. გაგრძელება