როგორ გამოიყენოთ ზეითუნის ზეთი კანის და თმის მოსავლელად
ზეითუნის ზეთი სახის კანის მოვლაში
ჯანსაღი და კრიალა კანის მისაღწევად შეიძლება იმაზე მეტი ბუნებრივი ინგრედიენტი გამოგადგეთ, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ. ბუნების მრავალ გასაოცარ პროდუქტს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ზეითუნის ზეთს, რომელიც იდეალურია კანის მოვლისთვის. მკვებავი ნაერთების მდიდარი შემადგენლობით, ზეითუნის ზეთი გახდა გამოერჩეული პროდუქტი სილამაზის რუტინაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მას შეუძლია კანის დატენიანება, გაახალგაზრდავება, აღდგენა და გაჯანსაღება.
ატენიანებს: ზეითუნის ზეთი შეიცავს სქუალინსა და E ვიტამინს. სქუალინი ხელს უწყობს კანის ტენიანობის შენარჩუნებას, ხოლო ვიტამინი E ზრდის კანის უნარს შეიწოვოს და შეინარჩუნოს წყალი;
ამცირებს დაბერების ნიშნებს: ვიტამინებთან ერთად, ზეითუნის ზეთი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ამ ნაერთებს დიდი უნარი აქვთ ებრძოლონ ოქსიდაციურ სტრესს, რომელიც დაკავშირებულია კანის დაბერებასთან. ამასთან, ანტიოქსიდანტები ზრდიან კოლაგენის შემცველობას კანში, რაც უზრუნველყოფს კანის სიმკვრივესა და სიჯანსაღეს; გაგრძელება