როგორ უნდა შეხვიდეთ ზღვაში მენსტრუაციის დროს - გინეკოლოგების რჩევები - rogor.ge

როგორ უნდა შეხვიდეთ ზღვაში მენსტრუაციის დროს - გინეკოლოგების რჩევები

მენსტრუაციის დროს, გარკვეული სიფრთხილით, ქალს შეუძლია წყალში ჩავიდეს. რამდენად უსაფრთხოა მენსტრუაციის დროს ზღვაში ბანაობა და რომელი ჰიგიენური საშუალებებია ამ დროს საუკეთესო? - ზაფხულში ეს კითხვები არა მხოლოდ თინეიჯერ გოგონებს, ზრდასრულ ქალებსაც აინტერესებს.

მენსტრუაციის დროს ცურვას არანაირი სამედიცინო უკუჩვენება არ აქვს. თუ ეს პირადად თქვენ არ გიქმნით დისკომფორტს, მაშინ კრიტიკულ დღეებში ცურვაზე უარი არ უნდა თქვათ. თუ მენსტრუაცია არ არის უხვი, მტკივნეული და არ არღვევს ცხოვრების ხარისხს, იცურეთ, მითუმეტეს, რომ მენსტრუაციის დროს ცურვა ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს.

როგორ ჩავიდეთ წყალში „კრიტიკული დღეების“ დროს?

ზოგჯერ ქალები ექიმს მენსტრუაციის დაწყების „გადავადებისთვის“, ან თუნდაც სისხლდენის ინტენსივობის შემცირებისთვის ექიმს მიმართავენ. თეორიულად, შესაძლებელია მენსტრუაციის დღეების გადადება ჰორმონალური პრეპარატებით, მაგრამ ასეთ სიტუაციებში ციკლის შემდგომ დარეგულირება იქნება საჭირო, რაც ქალს უფრო მეტ დისკომფორტს შეუქმნის, ვიდრე თავად მენსტრუაცია.

გარდა ამისა, პაციენტები შიშობენ, რომ მენსტრუაციის ზღვაში ბანაობისას ინფექციის რისკი იზრდება, თუმცა გინეკოლოგები ამ შიშს მითებს უკავშირებენ.

ჩვეულებრივ, საშოში შესასვლელი დახურულია, ამიტომ იქ წყალი ვერ შედის. გარდა ამისა, წყლის წნევა ხელს უშლის სისხლის გამოჟონვას. საშოს კედლების პროლაფსით, წყალი არ შეაღწევს საშოს ქვედა მესამედს ზემოთ. გარდა ამისა, მარილიანი ზღვის წყალი ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. გაგრძელება