როგორ გამოიყენოთ სარეცხის საპონი - საუკეთესო მეთოდები - rogor.ge

როგორ გამოიყენოთ სარეცხის საპონი - საუკეთესო მეთოდები

სარეცხის საპონი შეუცვლელი დამხმარეა ზაფხულში. გამოიყენეთ იგი ნებისმიერი ზედაპირისა და ჭურჭლის გასაწმენდად. ასევე, სარეცხის საპონი კარგად მოქმედებს ზოგიერთი ქსოვილის, მაგალითად, მატყლის ხარისხზე. ქსოვილი იძენს ბრწყინვალებას და სირბილეს.

სარეცხის საპნით დაბანა აქრობს ქერტლს.

სარეცხის საპონი გამოიყენება ანთებითი პროცესების სამკურნალოდ (განგრენის დაწყებამდე).

სარეცხის საპონი ანტივირუსული საშუალებაცაა. იგი წარმატებით გამოიყენება ინტიმურ სფეროში სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისთვის.

ეპილაციის შემდეგ, მგრძნობიარე ადგილებში კანის სიწითლის გასაქრობად, ადამიანები სარეცხის საპონსაც იყენებენ. ის კლავს ყველა ბაქტერიას.

შეგიძლიათ კბილის ჯაგრისი სარეცხის საპნის ხსნარით დაამუშავოთ და მთელი ღამე დატოვოთ. დილისთვის დარწმუნდებით, რომ თქვენს კბილის ჯაგრისს მთლიანად ჩატარებული აქვს დეზინფექცია.

ეს საპონი კურნავს ფეხის სოკოს. დილით და საღამოს დაიბანეთ ფეხები ცივ წყალში სარეცხის საპნით და სოკო გაქრება!

თუ ყური გახვრეტის შედეგად დაგისივდათ, შეგიძლიათ შეურიოთ სარეცხის საპონი ხახვის წვენს და დაიდოთ ბიბილოზე. პრობლემა მოგვარდება.

სარეცის საპონი შესანიშნავი საშუალებაა შეშუპების მოსაშორებლად. ამისათვის საკმარისია საპონი წყალში განაზავოთ და მიღებული ხსნარით სისხლჩაქცევა შეიზილოთ. აუცილებელია პროცედურის ჩატარება დღეში რამდენჯერმე.

სარეცხის საპონი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც აკნეს საწინააღმდეგო საშუალება. დააქუცმაცეთ ნაწილებად, დაამატეთ წყალი და აურიეთ ქაფის სახით. შემდეგ დაამატეთ 1 ჩ.კ. მარილი და აურიეთ. წაისვით ეს ნარევი სახეზე. გაიჩერეთ ნიღაბი ნახევარი საათის განმავლობაში. მშრალი მარილი დარჩება სახეზე, ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივი წყლით. გააკეთეთ ეს პროცედურა 2-3-ჯერ დღეში 2-3 კვირის განმავლობაში.

თუ დალურჯებულ ადგილს სარეცხის საპნით დაასველებთ, სისხლჩაქცევა არ იქნება.