როგორ უნდა მოიქცეთ, თუ კოღომ გიკბინათ
კოღოს ნაკბენის დროს ჩნდება ძლიერი ქავილი - საჭიროა დიდი მოთმინება, რათა არ მოიქავოთ ნაკბენის ადგილი. ამაში დაგვეხმარება ნაკბენის ადგილზე წასმული სოდის პასტა, ან ანტიალერგიული გელი, რომელიც განკუთვნილია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია ანტიჰისტამინური საშუალებების მიღება.
სოდის პასტა კოღოს ნაკბენისგან გამოწვეული ქავილის შესაჩერებლად:
ქავილსა და შეუშუპებას კოღოს ნერწყვი იწვევს, რომელსაც ის ჩვენს სხეულზე ტოვებს. ამიტომ პირველ რიგში ეს ნერწყვი უნდა ჩამოვირეცხოთ საპნით, ან სოდით. ერთ კოვზ სოდას დაამატეთ რამდენიმე წვეთი წყალი და მითებული პასტისებრი მასა წაისვით ნაკბენზე 10 წუთის განმავლობაში. ამ ტუტე ნივთიერებით კოღოს ნერწყვის მოქმნედება განეიტრალდება.
ზოგჯერ კოღოს ნაკბენი იწვევს ალერგიას, კულიციდოზს, რომლის დროსაც ნაკბენი შეშუპებულია და კი არ გექავებათ, არამედ გტკივათ. ამ შემთხვევაში მედიკამენტები ხშირად შეუცვლელია, თუმცა ის ექიმმა უნდა დაგინიშნოთ. ინფექციის თავიდან ასარიდებლად წაისვით "სინტომიცინის" მალამო.
კოღოების ნაკბენის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ რეპელენტები: - სპეციალური სპრეი, მალამო, ან ლოსიონები, რომლებიც დაიცავს თქვენს კანს.
კოღოს ნაკბენზე შეგიძლიათ ასევე წაისვათ ლიმონი. აიღეთ ლიმონი ან ლაიმი. გაჭერით და ნაზად წაისვით ნაკბენ ადგილზე, ან დაიწურეთ წვენი. ციტრუსში შემავალი მჟავა ქავილის შეგრძნებას ხსნის.
დაიდეთ თაფლი ნაკბენ ადგილზე. თაფლი შეგიმსუბუქებთ ქავილის შეგძნებას და დაგიცხრობთ შესიებას.
სტატია განახლებულია: 26/06/2024