როგორ მოვამზადოთ წითელი მოცხარის ჯემი ზამთრისთვის ხარშვის გარეშე - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ წითელი მოცხარის ჯემი ზამთრისთვის ხარშვის გარეშე

მოცხარს მოაცილეთ ტოტები, გადაარჩიეთ და გადაყარეთ ყველა გაფუჭებული კენკრა.

მოცხარს დაუმატეთ შაქრის ნაწილი და დააბლენდერეთ (ჩასაყოფი ბლენდერით).

დაუმატეთ კიდევ ცოტა შაქარი, აურიეთ და კვლავ დააბლენდერეთ.

განაგრძეთ შაქრის დამატება, მონაცვლეობით დაბლენდერება და მორევა, სანამ ყველა კრისტალი არ გაიხსნება მოცხარის წვენში.

ჯემი შეგიძლიათ გაატაროთ საცერში. ჩაასხით ჯემი სტერილიზებულ ქილებში. დაახურეთ სახურავები და შეინახეთ გრილ ადგილას.