როგორ მოასწროთ ფორმაში ჩადგომა შვებულებამდე ერთი თვით ადრე - rogor.ge

როგორ მოასწროთ ფორმაში ჩადგომა შვებულებამდე ერთი თვით ადრე

დაისახეთ რეალისტური მიზნები

დაისახეთ მიზნები, რამდენის დაკლება გსურთ? იქნებ უბრალოდ გინდათ სხეულის ფორმები გამოკვეთოთ? ცნობილია, რომ ცხიმი კუნთზე ნაკლებს იწონის, ამიტომ კილოგრამების დაკლების გარეშეც კი, თუ აქტიურად ვარჯიშობთ, შესაძლებელია ბევრად უფრო გამხდარი ჩანდეთ. თვეში რამდენი კილოგრამი შეგიძლიათ დაიკლოთ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გარეშე? ითვლება, რომ თვეში 4 კილოგრამზე მეტის დაკლება შესაძლოა უკვე კრიტიკული იყოს ჯანმრთელობისთვის.

1-1688724616.png

მოიწყვეთ განტვირთვის დღეები

ეს არ გულისხმობს დიეტას და შიმშილს. ეს არის რაღაც დეტოქსის მსგავსი - სამდღიანი დეტოქსი. დამალეთ თქვენი საყვარელი შოკოლადები, მიიღეთ ბევრი სითხე, ნატურალური წვენები. მინიმუმამდე დაიყვანეთ ალკოჰოლის მიღება, ნაკლები მარილი, მეტი მწვანე ჩაი.

მასაჟი

თუ წონაში სწრაფად იკლებთ, უფრთხილდით კანს, რომელიც კარგავს ელასტიურობას წონის სწრაფი დაკლებით. მასაჟი დაგეხმარებათ - ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ატონიზირებს კუნთებს, აუმჯობესებს კანის ელასტიკურობას.

3-1688724642.png

ვარჯიში

საუკეთესო ვარიანტია კარდიო ვარჯიში. ის შესანიშნავად დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში. თუ გძულთ სპორტული დარბაზი და ვარჯიში, იარეთ 10000 ნაბიჯი ყოველდღე ძალიან სწრაფი ტემპით. მუდამ დაკავებული ან ზარმაცებისთვის კარგი ვარიანტია "პლანკა".

2-1688724670.png