როგორ შეამციროთ ვიზუალურად მკერდის ზომა
ჩაიცვით შესაფერისი ტანსაცმელი. ყოველთვის იყიდეთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც კარგად გერგებათ. არ ჩაიცვათ ძალიან ვიწრო, რადგან ის თქვენს მკერდს უფრო დიდს გამოაჩენს და მიიქცევს ყურადღებას. უარი თქვით ზედმეტად თავისუფალ ტანსაცმელზეც, რადგან ის ასევე ვიზუალურად გაზრდის მკერდს. უმჯობესია ატაროთ ტანსაცმელი, რომელიც შეესაბამება თქვენს ფიგურას (არც ძალიან მჭიდრო და არც ძალიან თავისუფალი). ასე უფრო კომფორტულად იქნებით და სხეულის ფონზე მკერდი დიდად გამოკვეთილი არ იქნება.
ჩაიცვით გრძელი მაისურები. აირჩიეთ გრძელი მაისურები, რათა გამოკვეთოთ თეძოები.
შეუხამეთ მუქი ზედა და ღია ქვედა. მუქი ფერები (შავი, მუქი ლურჯი, მუქი მწვანე) მკერდს უფრო პატარას გახდის. ეს ეფექტი აიხსნება იმით, რომ მუქი ფერები „ჭამს“ ჩრდილებს, რის შედეგადაც თვალისთვის უფრო რთული ხდება ფორმისა და ტექსტურის აღქმა.მაქსიმალური ეფექტისთვის ჩაიცვით მუქი ბლუზა ან პერანგი ქვედაკაბასთან ან შარვალთან. ფირუზისფერი, ვარდისფერი, ყვითელი, წითელი და სხვა ნათელი ფერები ყურადღებას თეძოებსა და ფეხებზე მიიპყრობს და არა მკერდზე.
არ ჩაიცვათ ამოღებული ზედები. ეცადეთ არ ჩაიცვათ ღრმა დეკოლტიანი ზედები. მოძებნეთ ისეთი, რომელიც დაფარავს თქვენს მკერდს. ჩაიცვით სხვადასხვა ტანსაცმელი, რომ ნახოთ რა გიხდებათ.
ატარეთ სპეციალური ლიფი. არსებობს სპეციალური ლიფები, რომლებიც შექმნილია მკერდის მოცულობის ვიზუალურად შესამცირებლად. ისინი, როგორც წესი, ძალიან თხელია, ამიტომ მკერდს არ ზრდის.
ატარეთ გასახდომი კორსეტი. ასეთ კორსეტებს შეუძლიათ მკერდის მოცულობის საგრძნობლად შემცირება მისი შეკუმშვით. თუმცა გამოიყენეთ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და არა მუდმივად.
წყარო: wikihow.com