როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სარკე გატყდა
სამი ადგილი სახლში, სადაც კატეგორიულად არ შეიძლება სარკის დაკიდება
გატეხილი სარკე ყოველთვის უბედურებასთან ასოცირდება, ერთგვარი ავისმომასწავებელია. ძველად ადამიანები მიიჩნევდნენ, სარკე ადამიანის არა მხოლოდ სხეულსა და სახეს ირეკლავდა, არამედ მის სულსაც. სწორედ ამიტომ ეშინოდათ ასე ძალიან მისი გატეხის. ისინი მიიჩნევდნენ, რომ სარკის გატეხის დროს ენერგიის წყარო ნადგურდებოდა და სწორედ ეს იწვევდა ტრაგედიას. ნგლისში, მაგალითად, ითვლება, რომ სარკის გატეხვა ყველაზე ახლობელი ადამიანის დაკარგვის ნიშანია. ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გატეხილი სარკის ყველა ნამსხვრევის მდინარეში გადაყრა. ბრიტანელები ამ წესს დღესაც ემორჩილებიან.
ამერიკელები კი, როგორც მერკანტილური რეპუტაციის მქონე ნაციის წარმომადგენლები, მოახლოებული უბედურების თავიდან აცილებას ოქროს მეშვეობით ცდილობდნენ - სარკის გატეხის შემთხვევაში ჯიბიდან ოქროს მონეტას იღებდნენ და პირჯვარს იწერდნენ. დღესდღეობით ოქროს მონეტა აღარ არსებობს და ის ერთდოლარიანმა კუპიურამ ჩაანაცვლა. გაგრძელება