როგორ გამოიყურებოდეთ ლამაზად სათვალეებში
წაისვით მეტი ტუში წამწამის ძირებში და ნაკლები ბოლოებში. შემდეგ მსუბუქი მოძრაობით გაანაწილეთ ტუში მთელ სიგრძეზე. წამწამები უფრო მოცულობითი გამოჩნდება. სცადეთ გამოიყენოთ ფერადი ტუში, რომელიც თქვენი თვალების ფერისაა. იმისათვის, რომ თქვენი წამწამები უფრო სქელი გამოჩნდეს, ფუნჯი გადაუსვით წამწამებს ჰორიზონტალურად. იმისათვის, რომ წამწამები უფრო გრძელი გამოჩნდეს, დაიჭირეთ ფუნჯი ვერტიკალურად და აიპრიხეთ ზევით.
დაფარეთ მუქი ადგილები კორექტორით ან ჰაილაითერით. წაისვით ცოტაოდენი ჰაილაითერი თვალების შიდა კუთხეებსა და ქვედა ქუთუთოებზე. კანის ტონის კორექტორი გაანათებს თვალების ქვეშ მიდამოებს.
გამოიყენეთ ნათელი პომადა. ნათელი ფერი ხელს შეუწყობს მაკიაჟისა და სათვალეების შეხამებას. ღია წითელი, ვარდისფერი და თუნდაც შინდისფერი ჩრდილები კარგად გამოიყურება და თავს უფრო თავდაჯერებულად გაგრძნობინებთ. წითელი პომადა უხდება ნებისმიერი ფორმის სათვალეს, მაგრამ თუ არ მოგწონთ ასეთი ფერები, შეარჩიეთ ტუჩის ფერთან მიახლოებული.
შეუფერეთ თვალის ლაინერი სათვალეებს. სცადეთ ლურჯი ან შინდისფერი თვალის ლაინერი, რადგან შავმა შეიძლება ზედმეტად გამოკვეთოს თქვენი თვალები. რაც უფრო ფართოა სათვალის ჩარჩო, მით უფრო სქელი უნდა იყოს თვალის ლაინერის ხაზი.
წაისვით პუდრი ან ტონალური ცხვირზე, რათა დამალოთ სიწითლე იმ ადგილებში, სადაც სათვალე "აჭერს" კანს. მოიშორეთ ზედმეტი ტონალური, რათა სათვალემ არ იმოძრაოს.
გაწმინდეთ სათვალეები ყოველდღე. ამით არა მხოლოდ უკეთესად დაინახავთ, არამედ ჭუჭყიან ლაქებსაც მოიშორებთ. მაშინაც კი, თუ კარგად ხართ ჩაცმული და მაკიაჟს ატარებთ, ჭუჭყიანმა სათვალეებმა შეიძლება გააფუჭოს ყველაფერი. წაუსვით ლინზებზე სპეციალური გამწმენდი ხსნარი და გაიწმინდეთ მიკროფიბერის ქსოვილით.
წყარო: wikihow.com