როგორ დავგეგმოთ ბიზნესის საწყისი ეტაპები - rogor.ge

როგორ დავგეგმოთ ბიზნესის საწყისი ეტაპები

 

ბაზრის ანალიზი მცირე ბიზნესის დაწყების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს შესაქმნელი პროდუქციის (მომსახურების) ბაზრის ანალიზი. ეს ეტაპი საკმაო დროსა და შრომას მოითხოვს. მისი თავისებურება ისაა, რომ სულაც არ არის საჭირო სტატისტიკის ღრმა ცოდნა და დიდი დანახარჯების განხორციელება. ბაზრის ანალიზი გვეხმარება პროდუქციის (მომსახურების) მომავალი მომხმარებლების და შესაბამისად მოთხოვნის განსაზღვრაში. ამასთან, რაც უფრო მეტ ინფორმაციას შეაგროვებთ, მით მეტი შესაძლებლობა გეძლევათ, ბაზრის სეგმენტის უფრო დიდი ნაწილი ჩაიგდოთ ხელში.

 

თქვენი ბიზნესი და სამართლებრივი ფორმა ბიზნესში მომუშავე ადამიანს არ მოეთხოვება იურიდიული განათლება, მაგრამ მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს გარკვეული ცოდნა იმ კანონების შესახებ, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ბიზნესზე.

 

საკუთარი ბიზნესის დაცვა ბიზნესის სამყაროში ერთ-ერთ მზარდ პრობლემას წარმოადგენს საკუთარი ბიზნესის უსაფრთხოება და დაზღვევა. აქ საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი სახიფათო მოვლენები: 1. ხანძარი 2. ქურდობა 3. ყაჩაღობა 4. ვანდალიზმი 5. უბედური შემთხვევები და სხვა. ვიდრე ბიზნესის დაწყების საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, განსაზღვრეთ თქვენთვის საჭირო დაცვის სახეები და გულდასმით შეადარეთ ერთმანეთს სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული განაკვეთები და დაცვის ტიპები.

 

ფინანსები ცნობილია, რომ ყოველწლიურად მრავალი მცირე საწარმო კოტრდება. ამის მიზეზი მრავალგვარია, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ფულადი სახსრების უკმარისობაა. ძალიან ბევრი მეწარმე ბიზნესის დაწყებასა და გაძღოლას არასაკმარისი კაპიტალით ცდილობს. ამ დილემას თავიდან აიცილებთ, თუ თქვენს მდგომარეობას განიხილავთ ქვემოთ მოყვანილი სამი საკითხის მიხედვით. 1. რა რაოდენობის თანხა გაგაჩნიათ? 2. რა რაოდენობის თანხა გესაჭიროებათ ბიზნესის დაწყებისათვის? 3. რა რაოდენობის თანხა გესაჭიროებათ ბიზნესში დასარჩენად?

 

საწყისი სტადიის შემდგომი პერიოდი პროდუქციის რეალიზაცია თქვენი შემოსავლების ძირითადი წყარო იქნება. მაგრამ რეალიზაციის მოცულობა სეზონური ცვლილებებისა და სხვა ფაქტორების გამო შეიცვლება თვეების მიხედვით. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, მოიტანს თუ არა ყოველთვიური რეალიზაცია საკმარის შემოსავალს, რათა დაფარული იქნეს სამი თვის განმავლობაში გაწეული ხარჯები.

 

ბიზნესის ფლობა და გაძღოლა მუდმივად ახლის შეცნობასთანაა დაკავშირებული. გამოიკვლიეთ თქვენი იდეა და რაც შეიძლება დამოუკიდებლად იმოქმედეთ, მაგრამ არასოდეს არ უგულებელყოთ იმ ადამიანების დახმარება, რომელთაც თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდება შეუძლიათ.