როგორ მოვაშოროთ სახლიდან ტკიპები
თავდაპირველად მოაშორეთ ტკიპა თქვენს შინაურ ცხოველს. ამისათვის არსებობს მრავალი განსხვავებული პრეპარატი, რომელთა შეძენაც შეგიძლიათ ვეტერინარულ აფთიაქში ან მაღაზიაში, სადაც იყიდება შინაური ცხოველების პროდუქტები. შეგიძლიათ გამოიყენოთ შამპუნი, გელი, წვეთები.
შემდეგ დეზინფექცია ჩაუტარეთ ყველა საწოლს, ხალიჩას, ფარდაგს, იატაკს. ტკიპას კვერცხები შესაძლოა მთელ სახლში იყოს, ამიტომ ხალიჩების, საწოლების, ფარდეგების და იატაკების გასასმწნედად გამოიყენეთ სპეციალური აეროზოლები. 1-2 საათის შემდეგ ყველა ოთახი გაასუფთავეთ.
გაშალეთ ასფურცელა და აბზინდა მთელ სახლსა და სარდაფში. რწყილები ვერ იტანენ ამ ბალახების სუნს და დატოვებენ თქვენს სახლს.
სახლის დამუშავება შეგიძლიათ სკიპიდარის ან ნავთის, ან სკიპიდარის, ნავთის და საპნის ნარევით, თანაბარი პროპორციებით. მაგრამ ამ პროდუქტების სუნი სახლში დიდხანს დარჩება, ასე რომ, თუ არ გსურთ, რომ თქვენს სახლს უსიამოვნო ნარევის სუნი ჰქონდეს, მაშინ გამოიყენეთ უფრო მსუბუქი მეთოდები.