როგორ ჩავატაროთ ცურვის გაკვეთილები ჩვილებისათვის შინ და როგორ მოვემზადოთ საცურაო აუზისათვის
სანამ აუზს ესტუმრებით
თუ თქვენ უკვე შეარჩიეთ საბავშვო საცურაო აუზი, გირჩევთ, პირველ ვიზიტამდე 2 კვირით ადრე დაიწყოთ მზადება. ამისათვის ბავშვის აბაზანაში წყლის ტემპერატურა ნელ-ნელა დასწიეთ 37 გრადუსიდან 33-მდე, საცურაო აუზში სწორედ ასეთი ტემპერატურა დაგვხვდებათ და პატარასთავის ეს ცვალებადობა სტრესული არ აღმოჩნდება.
ვატარებთ ცურვის გაკვეთილს შინ
იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერეხებთ ჩვილის საცუარო აუზზე მიყვანას, წყალში გამაჯანსაღებელი გაკვეთილები შეგიძლიათ შინ ჩაატაროთ.
პირველ რიგში, კარგად გაასუფთავეთ აბაზანა.
არ გამოიყენოთ გასაწმენდად ქლორი ან სხვა ქიმიური საშუალება, რათა ბავშვის კანის გაღიზიანება და ალერგია აიცილოთ თავიდან. გაგრძელება