როგორ შეიკავოთ ტირილი
კონცენტრირდით თქვენს სუნთქვაზე. ტირილი დაძაბული ემოციური მდგომარეობით გამოწვეული რეაქციაა და სუნთქვის დამამშვიდებელი ეფექტი დაგეხმარებათ ტირილის შეჩერებაში. ალბათ, გაიხსენეთ რაღაც სამწუხარო, ვინმესთან დაშორება ან თქვენს ცხოვრებაში ტრაგიკული მოვლენა. საკუთარი თავის დამშვიდება ყველაზე მთავარია, რომ არ იტიროთ. თქვენს სუნთქვაზე ფოკუსირება, როგორც მედიტაციაში, დაგეხმარებათ გააკონტროლოთ ემოციები და დაიბრუნოთ შინაგანი სიმშვიდის გრძნობა. როდესაც გრძნობთ, რომ ცრემლები მოგდით, დაიწყეთ ნელა და ღრმად ჩასუნთქვა ცხვირით, შემდეგ კი ნელა ამოისუნთქეთ პირით.
ამოძრავეთ თვალები ცრემლების გასაკონტროლებლად. თუ თქვენ ხართ ისეთ სიტუაციაში, რომელიც გატირებთ, მაგრამ არ გსურთ ემოციების გამოხატვა, თვალების მოძრაობა დაგეხმარებათ ცრემლების შეჩერებაში. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ თვალების დახამხამება ტირილს შეაჩერებს. რამდენჯერმე დაახამხამეთ თვალები. რა თქმა უნდა, უმჯობესია ამის გაკეთება მაშინ, როცა არავინ გიყურებთ. გარდა იმისა, რომ ამ გზით ფსიქოლოგიურად გაგეფანტებათ ყურადღება, ეს ასევე ფიზიოლოგიურად ხელს შეუშლის ცრემლების წარმოქმნას.
გადაიტანეთ ყურადღება ფიზიკური აქტივობით. როცა ტირილს აპირებთ, მნიშვნელოვანია თქვენი ტვინი სხვა რამეზე გადართოთ. გააკეთეთ რაიმე მოძრაობა, ან იპოვეთ რაიმე ნივთი, თუნდაც როგორიცაა ბალიში. დააჭირეთ ენა სასას ან კბილებს.
"დაამშვიდეთ" თქვენი გამომეტყველება. თუ შუბლი შეიჭმუხნეთ, მაშინ ტირილის ალბათობა გაცილებით მაღალია, რადგან თქვენი სახის გამომეტყველება გავლენას ახდენს ემოციებზე. ცრემლების შესაჩერებლად ეცადეთ, ნეიტრალური სახე მიიღოთ, როცა იგრძნობთ, რომ ტირილს აპირებთ. მოადუნეთ წარბები და პირის ღრუს კუნთები ისე, რომ მოიშოროთ მწუხარება და ტანჯვა სახეზე. თუ სიტუაცია საშუალებას მოგცემთ, ან თუ შეგიძლიათ რამდენიმე წუთით გარეთ გასვლა, სცადეთ გაღიმება, რომ ცრემლები შეაჩეროთ. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ღიმილს შეუძლია პოზიტიურად შეცვალოს განწყობა, მაშინაც კი, თუ ადამიანს ღიმილის სურვილი არ აქვს.
მოიშორეთ ყელში "გაჩხერილი ბურთი". ცრემლების შეკავების მცდელობისას, ყველაზე ძნელი მოსაშორებელია ყელში "გაჩხერილი ბურთი", რომელიც აიძულებს ადამიანს ტირილს. როდესაც სხეული აღმოაჩენს, რომ ადამიანი სტრესის ქვეშ იმყოფება, ავტონომიური ნერვული სისტემის რეაგირების ერთ-ერთი გზაა გლოტის გახსნა, კუნთი, რომელიც აკონტროლებს გახსნას ყელის უკანა მხარე ხორხამდე. დალიეთ ერთი ყლუპი წყალი გლოტის გახსნით გამოწვეული დაძაბულობის მოსახსნელად. წყლის დალევა დაამშვიდებს ყელის კუნთებს (და დაამშვიდებს ნერვებს).თუ ხელთ წყალი არ გაქვთ, ისუნთქეთ თანაბრად და ნელა გადაყლაპეთ ნერწყვი რამდენჯერმე. სუნთქვა დაგეხმარებათ მოდუნებაში, ხოლო ყლაპვა აცნობებს თქვენს სხეულს, რომ არ არის საჭირო გლოტის გახსნა. გაიღიმეთ, ეს ხელს შეუწყობს თქვენი ყელის კუნთების მოდუნებას, რაც თავის მხრივ შეამსუბუქებს დაძაბულობას.
წყარო: wikihow.com