როგორ გამოიყენოთ მცირე შესვენებები სამსახურში, რათა უფრო პროდუქტიულები გახდეთ
რა სარგებელი მოაქვს ხანმოკლე შესვენებებს?
კონცენტრაციის გაუმჯობესება
რეგულარული დასვენების გარეშე ჩვენი ყურადღება სწრაფად "ქრება". ერთმა კვლევამ, რომელიც 150 სტუდენტს შორის ჩატარდა, დაადგინა, რომ 40 წამიანი პაუზები, რომელშიც მონაწილეები უყურებდნენ ქალაქის მწვანე სახურავებს, დაეხმარათ მათ უკეთესად გაემახვილებინათ ყურადღება ამოცანებზე. გარდა ამისა, ამ შესვენებების წყალობით, მოსწავლეები ნაკლებ შეცდომებს უშვებდნენ და უფრო თანმიმდევრულები იყვნენ თავიანთ ქმედებებში.
შეამცირეთ სტრესი
კვლევის თანახმად, სტრესი პროდუქტიულობის ყველაზე დიდი მტერია. ის ხელს გვიშლის დავალებების შესრულებაში და გვაიძულებს შეცდომები დავუშვათ. შფოთვა ასევე გავლენას ახდენს გუნდის მორალზე და საქმიან ურთიერთობებზე. კველევებმა დაადგინა, რომ სტრესი საზიანოა მოტივაციისა და მუშაობისთვის. ეცადეთ განიტვირთოთ მცირე შესვენებებზე.
ბედნიერების განცდის გაზრდა
ბედნიერება პროდუქტიულობის საუკეთესო მეგობარია. როცა კარგ ხასიათზე ვართ, ნებისმიერი დავალება მარტივი ჩანს. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ პარასკევს ჩვენი პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად იზრდება. ველოდებით შაბათ-კვირას, ამიტომ ჩვეულებრივზე სწრაფად ვმუშაობთ. მცირე შესვენებები დადებითად მოქმედებს თანამშრომლების კეთილდღეობასა და პროდუქტიულობაზე.
კუნთების გაძლიერება
ზრდასრულთა 80%-ზე მეტს აწუხებს წელის ტკივილი და ბევრი განიცდის ამ დისკომფორტს სამუშაო გარემოს პირობების გამო. ასაკთან ერთად, ჩვენი კუნთები უფრო და უფრო განიცდის მოძრაობის ნაკლებობას. ასე რომ, დაისვენეთ მინიმუმ 5 წუთი, ეს შესანიშნავი იდეაა.
როგორ გამოვიყენოთ მცირე შესვენებები სამსახურში
სცადეთ ჩაჯდომა-ადგომა-გაჭიმვის ტექნიკა
კორნელის უნივერსიტეტის ერგონომიკის პროფესორის ალან ჰეჯის კვლევის თანახმად, სამუშაოს ორგანიზების საუკეთესო გზაა „დაჯექი-ადექი-გაჭიმვის“ პრინციპის დაცვა. ეს ტექნიკა ყოფს დღეს 30 წუთიან ნაწილებად: 20 წუთი სამუშაოდ; 8 წუთი - დგომა; 2 წუთი გადაადგილებისთვის, როგორიცაა გაჭიმვა ან სიარული.
გააკეთე თვალის ვარჯიში "20/20/20"
დღის განმავლობაში "გადავდივართ" კომპიუტერიდან სმარტფონზე, იქიდან პლანშეტზე, შემდეგ კი ტელევიზორზე ისე, რომ თვალებს დასვენების საშუალებას არ ვაძლევთ. მარტივი ვარჯიში დაგეხმარებათ სიტუაციის გამოსწორებაში: ყოველ 20 წუთში, 20 წამის განმავლობაში, შეხედეთ ობიექტს, რომელიც თქვენგან 20 მეტრის დაშორებითაა. ეს ტექნიკა დაიცავს თვალებს ზედმეტი მუშაობისგან და გადაღლისგან.
მიეცით ტვინს დასვენების საშუალება
ჩვენს ტვინს მხოლოდ შეზღუდული ინფორმაციის შენახვა შეუძლია. უფრო მეტიც, ჩვენი პროდუქტიულობა და ამოცანების შესრულების უნარი დროთა განმავლობაში მცირდება. რეგულარული შესვენებები ეხმარება ტვინს გადატვირთვაში. ამას მეცნიერებაც ადასტურებს. კვლევებმა აჩვენა, რომ კარგი პროდუქტიულობის მქონე ადამიანები ყოველ 52 წუთში შესვენებას იღებენ. სცადეთ თქვენი სამუშაო დღე დაყოთ 35-წუთიან და 55-წუთიან სეგმენტებად და დააყენეთ ტაიმერი, რათა არ გამოტოვოთ შესვენებები. შეგიძლიათ დაუთმოთ ისინი იოგას, სუნთქვის ვარჯიშებს ან უბრალოდ ადგეთ და დალიოთ წყალი.