რატომ არის პმს ზოგიერთი ქალისთვის გამოწვევა, ზოგისთვის კი ჩვეულებრივი მოვლენა
არსებობს თუ არა პრემენსტრუალური სინდრომი
რა თქმა უნდა, სავსებით ნორმალურია, თუ მენსტრუალური ციკლის გამო ერთი თვის განმავლობაში ხედავთ, ან ვერ ხედავთ ცვლილებებს თქვენს ქცევაში. ჩვენი ცხოვრება სავსეა სხვადასხვა ემოციით, თუნდაც დამატებითი ჰორმონალური სტიმულაციის გარეშე, მაგრამ არ უნდა უარვყოთ განწყობის ცვლილების წარმოშობის ჰორმონალური თეორია.
მენსტრუაცია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ჯანმრთელობის მაჩვენებელი და ფსიქოლოგიური სიმშვიდის ფაქტორიც კი. ეს არის სიმპტომების კომპლექსი, რომელიც ხასიათდება სისხლძარღვთა სხვადასხვა დარღვევით და სპეციფიკური ფსიქო-ემოციური მდგომარეობით. ისინი ხშირად გავლენას ახდენენ ცხოვრების ჩვეულ წესზე, ზოგჯერ კი ხელს უშლიან ნორმალურ ფუნქციონირებას.
რა ხდება ქალის სხეულში და შეიძლება თუ არა მისი „განკურნება“
ციკლური პრემენსტრუალური სინდრომის განვითარების ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ამიტომ მისი განვითარების ფაქტორების შესახებ მილიონამდე თეორია არსებობს. პრემენსტრუალური სინდრომის სიმძიმე და სიხშირე ხანდახან ასაკზეა დამოკიდებული: რაც უფრო დიდია ქალი, მით მეტია სიხშირე. მენსტრუაციის შემდგომ პერიოდში და ოვულაციამდე შეგვიძლია თავი მშვიდად, მეტი ენერგიით, მეტად თავდაჯერებულად ვიგრძნოთ. როგორც ჩანს, ჩვენი განწყობა უმჯობესდება და ამიტომ უფრო ადვილია საკუთარი თავის პოზიტიურად აღქმა. შეგიძლიათ შეამჩნიოთ, რომ სხეულიც იცვლება: შეშუპება აღარ არის ისეთი გამოხატული, როგორც მენსტრუაციის დროს, კანზე ფორები ვიწროვდება, ოფლის სუნიც კი იცვლება ციკლის განმავლობაში.
შემდეგ, ოვულაციის დროს, საშვილოსნო ემზადება კვერცხუჯრედის გასათავისუფლებლად და, შესაბამისად, პოტენციური განაყოფიერებისთვის. ოვულაციის შემდეგ ახალი მენსტრუაციის დაწყებამდე წარმოიქმნება მეტი პროგესტერონი, რომელიც კვლავ იწყებს სითხის შეკავებას ქსოვილებში, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში.
ყველაზე ხშირად, გინეკოლოგები ისმენენ ჩივილებს გოგონებისგან ზოგადი სისუსტისა და ტკივილის შესახებ მენსტრუაციამდე და მის დროს. ამ მდგომარეობას დისმენორეა ჰქვია - ეს არის მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რომელიც ხასიათდება ტკივილით. ტკივილი ვლინდება პირველ დღეს, შეიძლება გაგრძელდეს მენსტრუაციის განმავლობაში და მის შემდეგ. ასეთი შეტევები მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ზღუდავს ქალის ჩვეულ აქტივობას და შესაბამისად, აფუჭებს მის განწყობას და ცუდად მოქმედებს პროდუქტიულობაზე.
არა მხოლოდ ტკივილი
გარდა უკვე აღნიშნული ტკივილისა მუცლის ქვედა ნაწილში, ქალებს მენსტრუაციის დროს ხშირად სხვა სიმპტომებიც აწუხებთ:
- ემოციური და ფსიქიკური დარღვევები - გაღიზიანება, ძილიანობა, უძილობა, სუნის აუტანლობა და ა.შ;
- გულისრევა, სიცივის ან სიცხის შეგრძნება, ოფლიანობა, პირის სიმშრალე, შებერილობა, გახშირებული შარდვა;
- სისხლძარღვთა დისფუნქცია - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, არითმია, დაბუჟება ხელებსა და ფეხებში, სახის შეშუპება;
- მეტაბოლური და ენდოკრინული დარღვევები - სისუსტე, ქავილი, სახსრების ტკივილი, ფეხებში სისუსტე და ა.შ.
რატომ ხდება ეს?
პროსტაგლანდინების გამომუშავება (წინამდებარე ჯირკვლიდან გამოყოფილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება. მისი ბიოლოგიური მოქმედების დიაპაზონი საკმაოდ მრავალფეროვანია: ორგანიზმის იმუნური რეაქციების რეგულირება, რეპროდუქციული უნარის შენარჩუნება და სხვ.) მნიშვნელოვნად ზრდის საშვილოსნოს კონტრაქტურ აქტივობას, რის ფონზეც ხდება სისხლძარღვთა სპაზმი, ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის დარღვევა და საშვილოსნოს ქსოვილებში ნერვული დაბოლოებების გაღიზიანება მხოლოდ იმისთვის, რომ მენსტრუალური სისხლი გამოვიდეს. ყველა ამ ცვლილების შედეგად ჩნდება ტკივილი. ორგანოები ინერვაციულია და ისინი საკმაოდ ახლოს არიან ერთმანეთთან, მაგალითად, საშვილოსნოს შეკუმშვამ შეიძლება გააღიზიანოს ნაწლავები, შესაბამისად, ჩნდება სიმპტომები, როგორიცაა შებერილობა, დისპეფსია, მეტეორიზმი და ტკივილი მუცლის არეში. სხეულის სხვადასხვა სისტემაში მოვლენები იშვიათად ხდება იზოლირებულად, განსაკუთრებით თუ საქმე გვაქვს სისხლდენასთან, ჭრილობებთან და პროცესებთან, რომლებიც იწვევს კუნთების აქტიურ შეკუმშვას და მით უმეტეს, თუ ვსაუბრობთ მენსტრუაციაზე, რომლის დროსაც ენდომეტრიუმი ჩამოიშლება.