როგორ გაიგოთ ცნობილი ნივთების ფარული დანიშნულება, რომელთა შესახებაც არ იცოდით - rogor.ge

როგორ გაიგოთ ცნობილი ნივთების ფარული დანიშნულება, რომელთა შესახებაც არ იცოდით

მაღალყელიანი ბოთლი

მაღალყელიანი ბოთლის ფორმა კომფორტულს ხდის მას დასაჭერად და რაც მთავარია, ხელს უწყობს სითბოს განაწილებას მთელს ბოთლში, როდესაც ადამიანს უჭირავს.

1-1687336080.jpg

ჯინსის პატარა ჯიბე

ალბათ ყველას ვინც ჯინსს ატარებს, შეუმჩნევია პატარა ჯიბე. ისინი ჯიბის კუთხეებში ნაკერების ცვეთის თავიდან ასაცილებლადაა. როცა ხშირად გიწევთ ნივთების ჩადება ჯიბეებში, პატარა ჯიბე ქსოვილის ცვეთის პრობლემას თავიდან აგაცილებთ.

2-1687336095.jpg

ბოქლომის ხვრელი

თუ კარგად დააკვირდებით ბოქლომს, შეამჩნევთ, რომ ბოლოში არის პატარა ხვრელი. იცით რა მიზანს ემსახურება? ის საშუალებას აძლევს ბოქლომის შიგნით მოხვედრილ წყალს ადვილად "ჩამოიწუროს" და ასევე გამოიყენება საკეტში ზეთის ჩასასხმელად, რომ არ გაიჭედოს და დაჟანგდეს.

331-1687336129.jpg

რატომ აქვს მაისურს უკან მარყუჟი?

ძველად მარყუჟებს იყენებდნენ, რათა ადვილად შეძლებოდათ ჩამოკიდება. ახლა კი გამოიყენება ხარისხისა და კლასის ნიშნად.

4-1687336144.jpeg

კამერის გვერდითა ხვრელი

iPhone-ის კამერასთან შენიშნავთ პატარა ხვრელს და ალბათ გაგიკვირდებათ, რატომ არის ის იქ. სინამდვილეში, ეს არის მიკროფონი. თითქმის ყველა სმარტფონზე სამი მიკროფონია, ერთი ტელეფონის ქვედა კიდეზე, ერთი დინამიკთან და ერთი კამერის ლინზის გვერდით.

5-1687336157.jpg

"Apple"-ის დენის კაბელი

თქვენი MacBook-ის დენის კაბელზე არის "ფრთები", რომლებიც შეგიძლიათ ასწიოთ. ისინი შემთხვევით არ არის მოთავსებული იქ. თქვენ შეგიძლიათ მარტივად გადაატრიალოთ ისინი და გამოიყენოთ კაბელის კომფორტულად შესანახად.

6-1687336172.jpg

"მრგვალი დისკი" ბოთლის თავსახურის ქვეშ

ის ეხმარება კარბონაციას. გვეხმარება რომ ნახშირორჟანგი წყალში გაიხსნას. ამის გარეშე ვერ დავტკბებით გაზიანი სასმელებით.

7-1687336190.jpg

წყარო: news.hometalk.com