"რა არის ასეთი სასაცილო?!" - რატომ ვიღიმებით არასწორ მომენტში და როგორ ვაკონტროლოთ ემოციები - rogor.ge

"რა არის ასეთი სასაცილო?!" - რატომ ვიღიმებით არასწორ მომენტში და როგორ ვაკონტროლოთ ემოციები

ფსიქოლოგებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ სიცილი თავდაპირველად იყო ერთგვარი მაჩვენებელი, რომ ყველაფერი კარგადაა. შესაბამისად, ნერვიული ღიმილი და სიცილი შეუფერებელ პირობებში ერთგვარი ფსიქოლოგიური დაცვაა: "მეცინება, შესაბამისად, ცუდი არაფერი ხდება". ასევე, სიცილი ხელს უწყობს ძლიერი ნეგატიური გამოცდილების შეცვლას და ყურადღების გადატანას.

როგორ ავიცილოთ თავიდან ნერვული სიცილი

გააანალიზეთ როცა იცინით

გაიხსენეთ რა იწვევს თქვენში ყველაზე ხშირად ასეთ რეაქციას: სამწუხარო მოვლენები, კონფლიქტები ან შესაძლოა სიტუაციები, როდესაც თავს დამნაშავედ გრძნობთ. თუ თქვენს „უმიზეზოდ სიცილს“ აქვს გარკვეული მიზეზები და გესმით ისინი, შეგიძლიათ წინასწარ მოემზადოთ.

დაიმშვიდეთ თავი

თუ აღმოჩნდებით თქვენთვის „საფრთხილო“ სიტუაციაში და წინასწარ იცით ამის შესახებ, შეგიძლიათ სცადოთ საკუთარი თავის დამშვიდება: გაისეირნეთ მზარდი დაძაბულობის მოსახსნელად, შეასრულეთ სუნთქვის ვარჯიშები, ითამაშეთ შესაძლო განვითარების სცენარი.

უფრო ხშირად დაუკავშირდით ადამიანებს

ადამიანებთან ურთიერთობისას ემოციების მართვა და შესაბამისი რეაქციების შემუშავება არის უნარი, რომელიც ყველაზე ხშირად ექვემდებარება ვარჯიშს. რაც უფრო მეტს ურთიერთობს ადამიანი, მით უფრო ხშირად „ამუშავებს“ სხვადასხვა სიტუაციებს - კონფლიქტურსაც და სევდიანსაც.

მიმართეთ ფსიქოთერაპევტს

თუ ვერ იშორებთ ნერვიულ სიცილს და ის პრობლემად გექცევათ, უნდა დაუკავშირდეთ სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ ასეთი რეაქციის მიზეზები და შეცვალოთ ის.

რა უნდა გააკეთოთ, თუ უკვე იცინით და ვერ ჩერდებით

წარმოიდგინეთ რაღაც საშინელი

წარმოიდგინეთ რაღაც ძალიან საშინელი, რაც შეიძლება დეტალურად. ეს დაგეხმარებათ შეწყვიტოთ სიცილი.

მოიფიქრეთ რაღაც ძალიან მოსაწყენი

გაიხსენეთ, რა ჭამეთ საუზმეზე. გონებაში ჩამოთვალეთ რა გაცვიათ ამჟამად ან რა საგნებით ხართ გარშემორტყმული. იფიქრეთ იმაზე, თუ რას აპირებთ ამ კვირაში. დაიწყეთ გონებაში ხარჯების განაწილება. ასეთ „მომაბეზრებელ“ წვრილმანებზე კონცენტრირება ნერვულ რეაქციას შეგიწყვეტთ და თავის კონტროლი გაგიადვილდებათ.

იმოქმედეთ

შეგიძლიათ დაიწყოთ საათის მაჯაზე მორგება, თმების აწევა, მაგიდაზე საგნების გადალაგება. ასეთი ქმედებები ასევე ხელს უწყობს ყურადღების გადატანას.

იპოვეთ საბაბი გასასვლელად

თუ შესაძლებელია, დატოვეთ ოთახი, იპოვეთ იზოლირებული ადგილი და შეეცადეთ დამშვიდდეთ, ისუნთქოთ ან დალიოთ წყალი.