როგორ მოვამზადოთ მუსის ჩიზქეიქი გარგარით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ მუსის ჩიზქეიქი გარგარით

გარგარის მუსის ტორტის ძირისთვის ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, სანამ არ გახდება მსუბუქი და კრემისებრი. კვერცხი და კვერცხის გული ათქვიფეთ კარაქის ნარევში, დარწმუნდით, რომ კვერცხი და კარაქი ერთგვაროვან მასად იქცა. ფქვილს შეურიეთ მარილი და დაამატოთ კარაქ-კვერცხის ნარევს. ცომი სწრაფად მოზილეთ. მას შემდეგ, რაც მთელი ფქვილი შეუერთდება კარაქ-კვერცხის ნარევს, ცომი მზად არის. დააგუნდავეთ ცომი და გადაახვიეთ პოლიეთილენის საკვებ პარკში. შედგით მაცივარში მინიმუმ 30 წუთით.

1-1686216999.jpg

გააცხელეთ ღუმელი 180°C-ზე. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან. აიღეთ ორი ცალი პერგამენტის ქაღალდი და მოათავსეთ ცომი მათ შორის. მსუბუქად აწიეთ და ცენტრიდან მოკლე მოძრაობებით დაიწყეთ რულეტივით გადახვევა, სანამ 25 სმ დიამეტრის ფენა არ გექნებათ, ცომი გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე და ამოიღეთ ზედა პერგამენტი. ცომი ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ და საცხობი სინით შედგით ღუმელში 25 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ.

2-1686217084.jpg

გარგარის შიგთავსისთვის ჟელატინი ჩაალბეთ 3 ს.კ. წყალში. გარგარს ამოაცალეთ კურკები და დააბლენდერეთ რბილობი გლუვ პიურედ. პიურე ჩადეთ ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და თეთრი ღვინო, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 5 წუთი, გადმოდგით ცეცხლიდან. გახსენით ჟელატინი დაბალ ცეცხლზე და დაასხით შიგთავსში საწურით. გააგრილეთ.

3-1686217253.jpg

ნამცხვრის კიდეები შეასწორეთ და გადაიტანეთ მოსახსნელ ფორმაში 24 სმ დიამეტრით, ტორტს დაასხით გარგარის შიგთავსი და შევდგით მაცივარში მინიმუმ 3 საათით, სანამ არ გამაგრდება.

4-1686217338.jpg

კრემისებური მუსისთვის ჟელატინი გახსენით ცივ წყალში. გულები ათქვიფეთ შაქართან ერთად. რძე ვანილის ექსტრაქტით მიიყვანეთ ადუღებამდე და წვრილი ნაკადით დაასხით კვერცხის გულში, გამუდმებით ურიეთ ნარევი სათქვეფით. მიღებული მასა ისევ ჩაასხით ქვაბში და აურიეთ, მოხარშეთ სანამ არ შესქელდება. დაუმატეთ ჟელატინი და ურიეთ სანამ მთლიანად არ დაიშლება. გაწურეთ კრემი საწურში და შეურიეთ კრემის ყველი. გააგრილეთ მასა ოთახის ტემპერატურამდე და შეურიეთ ათქვეფილი ნაღები.

5-1686217445.jpg

გამოიღეთ ნამცხვრის ფორმა და ზემოდან წაუსვით კრემისებრი მუსი. გარგარი გაჭერით შუაზე და მოათავსეთ მუსზე წრიულად. ნამცხვარი შედგით მაცივარში 3 საათით.

6-1686217498.jpg

ფორმას ფრთხილად მოაცილეთ გვერდები და ამოიღეთ. გარგარის მუსის ტორტი გადაიტანეთ დიდ თეფშზე. მორთეთ პიტნის ან ლიმონის ფოთლებით და მიირთვით.