როგორ მოვამზადოთ კესადილია ქათმით, შემწვარი ყველითა და ბოსტნეულით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ კესადილია ქათმით, შემწვარი ყველითა და ბოსტნეულით

ქათმის ხორცი ამოიღეთ ძვლებიდან და დაშალეთ ბოჭკოებად. კანი წვრილად დაჭერით. ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე.

მწვანილი წვრილად დაჭერით. პომიდორი დაჭერით პატარა კუბებად, ამოიღეთ სითხე თესლებთან ერთად.

თითოეული პიტას/ტორტილას ნახევარს წაუსვით არაჟანი, წიწაკა. არაჟანზე მოაყაროთ ქათამი, დაჭრილი პომიდორი, მწვანილი და სიმინდი.

ზემოდან მოაყარეთ ჰალაპენოს რგოლები ან მოასხით ჩილის სოუსი. მოაყარეთ გახეხილი ყველი და დააფარეთ პიტას მეორე ნახევარი. დააწექით ნაზად, მაგრამ მტკიცედ.

ტაფას წაუსვით მცენარეული ზეთი, დადეტ პიტა/ტორტილა და გახუხეთ საშუალო და დაბალ ცეცხლზე, სანამ ძირი არ დაიბრაწება. გადააბრუნეთ და გახუხეთ მეორე მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ ზეთი.