როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მინის ნამსხვრევები შეგერჭოთ ფეხში
დაიბანეთ ხელები
სანამ ჭრილობას შეეხებით, კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.
დაიბანეთ ჭრილობა
ჭრილობა უნდა მოიბანოთ, ამ გზით თქვენ იშორებთ მიკრობებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია. დაიბანეთ გამდინარე ცივი წყლით. შემდეგ დაამუშავეთ ჭრილობა ბეტადინის ხსნარით.
შეაფასეთ ჭრილობის ფრაგმენტები
ყურადღებით დააკვირდით ჭრილობაში დარჩენილი შუშის ნამსხვრევებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ გამადიდებელი შუშა ან თქვენი ტელეფონის კამერა და მასშტაბირების ფუნქცია. ფანარი დაგეხმარებათ უკეთ ნახოთ.
თუ ფრაგმენტებია, შეეცადეთ ამოიღოთ ისინი
ზოგიერთი ფრაგმენტის ამოღება მარტივია დამოუკიდებლად:
- თუ ნამსხვრევები ძალიან პატარაა და ბევრი სისხლი არ გდით, შეგიძლიათ სანტავიკი დაიკრათ;
- დისკომფორტის შესამცირებლად შეგიძლიათ ჭრილობაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიდოთ ქსოვილში გახვეული ყინულის კუბიკი;
- თუ შუშის ნამსხვრევი ოდნავ ღრმადაა, ფრთხილად სცადეთ ამოღება ნემსით;
- თუ ნამსხვრევს პირი უჩანს ზედაპირზე, სცადეთ ამოღება პინცეტით.
ჭრილობის დამუშავება
ხელახლა დაიბანეთ ჭრილობა. შეგიძლიათ წაისვათ მალამო და შეიხვიოთ მარლის სუფთა სახვევით.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე
შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ეცადეთ დაასვენოთ ფეხი და არ იაროთ, ამასთანავე, არ ჩაიცვათ მჭიდრო ფეხსაცმელი.