8 გზა, თუ როგორ დარჩეთ აქტიური როცა გარეთ გასვლა არ შეგიძლიათ
იარეთ სპორტდარბაზში
სპორტდარბაზში სიარული შესანიშნავი გზაა ფორმის შესანარჩუნებლად, როცა გარეთ გასვლა არ შეგიძლიათ. ბევრი ფიტნეს ცენტრი ასევე გთავაზობთ ჯგუფურ გაკვეთილებს, როგორიცაა იოგა ან ვარჯიში.
ინვესტიცია სავარჯიშო აღჭურვილობაში
როცა გარეთ ვარჯიში არ შეგიძლიათ, შეიძინეთ აღჭურვილობა სახლისთვის, როგორიცაა ჰანტელები, ველოსიპედი, სარბენი ბილიკი. შეგიძლიათ შეიძინოთ მეორადი აღჭურვილობა ისეთ საიტებზე, როგორიცაა "Facebook Marketplace" და სხვა.
იოგასა და სავარჯიშოების ონლაინ გაკვეთილების სტრიმინგი
დღეს ბევრი იოგას სტუდია გთავაზობთ გაკვეთილებს, სადაც წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ როგორც პირადად, ასევე ონლაინ. მოძებნეთ იოგას ონლაინ სტუდიები - გახსოვდეთ, არ არსებობს გეოგრაფიული შეზღუდვები, რადგან ისინი ონლაინ არიან - და ყურადღება მიაქციეთ სპეციალურ შეთავაზებებს ახალი სტუდენტებისთვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ ვიდეოები "YouTube"-ზე.
ცეკვა
თქვენ შეგიძლიათ ზუმბას ან სხვა ცეკვის გაკვეთილებს თვალყური ადევნოთ ონლაინ, ან უბრალოდ ჩართეთ თქვენი საყვარელი მელოდიები და იცეკვეთ რიტმულად.
კიბეებზე ასვლა
ყოველდღიური კიბეზე ასვლა თქვენი სახლის ფიტნეს რუტინის ნაწილად აქციეთ. ათ წუთამდე ხანმოკლე სესიები შეიძლება ეფექტური იყოს. კიბეზე ასვლა, ნელა და სტაბილურად, ასოცირდება არტერიულ წნევასთან, სხეულის დაბალ წონასთან, დაბალი სიმკვრივის (LDL) ქოლესტერინის დონესთან, გულის დაავადების, დიაბეტის და ინსულტის დაბალ რისკთან და მაღალ აერობიასთან.
გაასუფთავეთ სახლი
სახლის დასუფთავებით შეგიძლიათ დაწვათ 250 კალორიამდე საათში. სახლის დასუფთავების საუკეთესო ვარჯიშის აქტივობები მოიცავს მტვერსასრუტით წმენდას, თეთრეულის შეცვლას, ნაგვის გატანას, ფანჯრების წმენდას, ჭურჭლის გარეცხვას, აბაზანის წმენდას და სხვა.
წყარო: extramile.thehartford.com