3 მარტივი მეთოდი, რომელიც მოდის ბლოგერს დაგამსგავსებს
შეცვალეთ ნაცრისფერი თეთრით
როცა ნაცრისფერთან რაღაცის ჩაცმა გსურთ, შეცვალეთ ფერი თეთრით. მოდის ბლოგერებმა იციან, რომ თეთრს შეუძლია კომპლექტში სიპრიალის დამატება, გამოსახულება უფრო შესამჩნევი ხდება და რაც მთავარია, თეთრის გვერდით ნებისმიერი ფერი ვიზუალურად „უფრო ძვირი“ ჩანს.
ატარეთ გრძელი კაბები
მოდის ბლოგერები ხშირად "თამაშობენ" სიგრძით, რადგან ეს არის ყველაზე მარტივი გზა შეცვალოთ ვიზუალურობა და გამოიყურებოდეთ განსხვავებულად. დაიცავით სამი მნიშვნელოვანი წესი:
- რაც უფრო გრძელია კაბა ან შარვალი, მით უფრო ბრტყელი და სქელი უნდა იყოს ფეხსაცმლის ძირები. პლატფორმა იდეალურია. თუ თქვენ მაინც გსურთ ქუსლი, აირჩიეთ სოლი, ის ახლა ძალიან პოპულარულია;
- ატარეთ შეხსნილი კაბა, რომ სიარულისას თქვენი ფეხები ჩანდეს;
- შეუხამეთ გრძელი შარვალი მოკლე ქურთუკს და შიგნით ჩაიცვით ტოპი.
აქცენტი წელზე
ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა, რომ ნებისმიერი სამოსი საინტერესო გახადოთ, არის ქამრის გაკეთება. მოდის ბლოგერებს მოსწონთ ექსპერიმენტები ტექსტურებზე, მაგალითად, მაქმანის შეკვრა ბოლოებში ან შარფის ქამრად გამოყენება. სამოსის საერთო ტონისგან განსხვავებით, ქამარი განსხვავებულ იერსახეს აძლევს.