როგორ მოვამზადოთ აღმოსავლური "აკროშკა"ჩაკა-ჩულოპი სწორად
ორიგინალ რეცეპტში გამოიყენება ჩაკა. ის ძალიან ჰგავს აირანს და კეფირს. ჩაკა-ჩულოპი - ეს არის გაზავებული ჩაკა. ჩაკა უნდა განზავდეს ქვაბში წყლით. ამ შემთხვევაში, იგივე პრინციპია აირანზე/კეფირზეც.
იმავე ქვაბში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი კიტრი, ბოლოკი, ხახვი და მწვანილი. კუბებად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი.
დარჩა მხოლოდ მარილი და პილპილი. შეაზავეთ წვნიანი თქვენი გემონებით.
გემრიელად მიირთვით!