როგორ მოვიქცეთ ჭინჭრის ციების შემთხვევაში
რამ შეიძლება გამოიწვიოს:
საკვებმა - ზოგიერთ საკვებს შეუძლია, მათდამი მგრძნობიარე ადამიანებში ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ხშირია ალერგია თხილზე, კვერცხსა და რძეზე;
გარემოში არსებულმა ალერგენებმა (მცენარის მტვერი, მწერის შხამი, რომელიც ნაკბენიდან იჭრება ორგანიზმში);
გარეგანმა ფაქტორებმა: სიცხე, მზის სხივები, სიცივე, წყალი, ემოციური სტრესი;
მედიკამენტებმა;
დაავადებებმა - ჭინჭრის ციება და ანგიოედემა იმუნური სისტემის პათოლოგიის (მგლურას), ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის, ზოგიერთი ტიპის სიმსივნის;
ბაქტერიული და ვირუსული ინფექციის - აივ ინფექციის, ციტომეგალოვირუსის, ეპშტეინ-ბარის ვირუსის - საპასუხოდ შეიძლება განვითარდესარსებობს თანდაყოლილი ანგიოედემა, რომელიც გენეტიკური ფაქტორითაა განპირობებული.
ნიშნები:
ჭინჭრის ციებისა და ანგიოედემის ძირითადი გამოხატულება გამონაყარია.
კანზე გაჩენილი ბუშტუკები შეიძლება იყოს: ოვალური, წითელი ან კანისფერი, ახასიათებს ქავილი.
ჭინჭრის ციება მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე ფორმის დროს გამონაყარი უმეტესად 24 საათში ქრება, ქრონიკული კი შესაძლოა თვეობით და წლობით შეიძლება გაგრძელდეს.
ანგიოედემისა და ჭინჭრის ციების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ის პირები, რომელთაც:
ერთხელ მაინც ჰქონიათ ალერგიული რეაქცია;
ერთხელ მაინც გადაუტანიათ ანგიოედემა ან ჭინჭრის ციება;
აქვთ ისეთი დაავადება, რომელიც ალერგიულ რეაქციასთან არის დაკავშირებული(მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია). გაგრძელება