როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ფანჯრის რაფები სამზარეულოს "გასადიდებლად"
ზოგჯერ ფანჯრის რაფა იმდენად ვიწროა, რომ მასზე ყვავილები ქოთანიც კი არ ეტევა, თუ ასეა, გირჩევთ ძველი რაფა საერთოდ გააუქმოთ და გააკეთოთ განიერი, რომელსაც სამუშაო ზონადაც კი გამოიყენებთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ შემთხვევაში ფანჯრის რაფის სიმაღლე სამზარეულოს გარნიტურის შესაბამისი იყოს.
ხშირად ხდება, რომ ადგილის დაზოგვის მიზნით, დიზაინერები სამზარეულოს ნიჟარის განთავსებას ფანჯრის წინ გვირჩევენ. მართალია, ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა იდეა იმდენად კარგია, რომ დაფიქრებად ნამდვილად ღირს.
ძალიან ლამაზად და ასევე კომფორტულად გამოიყრება ფანჯრის რაფით ბარის მაგიდის გაკეთება. დამქანცველი დღის შემდეგ ფინჯანი ჩაით ან ყავით ფანჯარასთან ჩამოჯდომა და დასვენება ყველას ესიამოვნება.