როგორ დავტენოთ სმარტფონი უფრო სწრაფად
შეამცირეთ თქვენი ეკრანის სიკაშკაშე. ეკრანის განათება ერთ-ერთია, რაც ბატარეას მეტად აჯენს. სიკაშკაშის შემცირება ნიშნავს, რომ ეკრანზე ნაკლები ენერგია გამოიყენება და, შესაბამისად, მეტი შეიძლება მოხმარდეს ბატარეის დატენვას.
ჩართეთ ფრენის რეჟიმი. მიუხედავად იმისა, რომ ფრენის რეჟიმი რეალურად არ აჩქარებს თქვენი მოწყობილობის დატენვას, ის ზღუდავს მოწყობილობის მუშაობას, რამაც შეიძლება შეამციროს ენერგო ინტენსიური პროცესები. მაგალითად, ფრენის რეჟიმი გამორთავს თქვენს ინტერნეტ კავშირს, ეს ნიშნავს, რომ ნაკლები ენერგია იხარჯება.
დახურეთ ჩანართები და აპები. აპლიკაციების დახურვა აჩერებს მათ მუშაობას თქვენი მოწყობილობის ფონზე, რაც დაზოგავს რესურსებს და ელექტროენერგიას.თუ იცით, რომ აპირებთ ამ აპების გამოყენებას უახლოეს მომავალში, მოერიდეთ მათ დახურვას.
ჩართეთ „არ შემაწუხოთ“. თვითმფრინავის რეჟიმის მსგავსად, ეს პარამეტრი შეამცირებს შეტყობინებებს თქვენს მოწყობილობაზე, რაც საშუალებას მისცემს ნაკლები ენერგიის დახარჯვას. ხმები და ვიბრაციები შეიძლება საკმაოდ ენერგო ინტენსიური იყოს, ამიტომ უმჯობესია მათი შეზღუდვა, როცა სწრაფი დატენვა გჭირდებათ.
გამოიყენეთ უფრო სწრაფი დამტენი. გადახედეთ „ამპერების რეიტინგს“, რომელიც აწერია თქვენს დამტენს და სცადეთ იყიდოთ უფრო მაღალი, რათა მეტი ენერგია თქვენს მოწყობილობაში უფრო სწრაფად მიიღოთ.
გამორთეთ თქვენი მოწყობილობა. თუ არ გჭირდებათ მისი გამოყენება, არ გამოიყენოთ! ეს არის საუკეთესო გამოსავალი თქვენი მოწყობილობის უფრო სწრაფად დასატენად. ის საშუალებას აძლევს ენერგიის 100% გადავიდეს თქვენი ბატარეის დამუხტვაზე.