როგორ მოვამზადოთ უნაზესი დესერტი კისელისა და ხაჭოსგან - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ უნაზესი დესერტი კისელისა და ხაჭოსგან

მშრალი კისელი გახსენით ცხელ წყალში. კოვზით კარგად აურიეთ და გააციეთ. მიიღებთ ბლანტ სქელ მასას.

სანამ კისელი ცივდება, ჟელატინს დაასხით ცოტა წყალი, დაელოდეთ მის გაფუებას. შემდეგ დაამატეთ დანარჩენი წყალი.

ათქვიფეთ ბლენდერით ხაჭო, არაჟანი და შაქარი. ამ მასას შეურიეთ ჟელატინი და კისელი. დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გადაიტანეტ ჭურჭელში და შედგით მაცივარში, სანამ კარგად არ გაცივდება. მზა მუსი მორთეთ სურვილისამებრ.