როგორ გავუმკლავდეთ ბავშვობის ტრავმას
გაიხსენეთ, არის თუ არა მტკივნეული ბავშვობის გამოცდილება
ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის ბევრი მსხვერპლი არ ყვება თავის ისტორიებს, თუნდაც ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის დროს, რადგან ავიწყდებათ განცდილი ტკივილი. მაგალითად, ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ გოგონების 38%-ს, რომლებზეც სექსუალურად იძალადეს, არ ახსოვთ, ან უარყვეს ის, რაც მოხდა 17 წლის წინ.
ნაკლებად საშინელ მოვლენებშიც კი, ადამიანები ხშირად ვერ ხედავენ კავშირს ბავშვობის ტრავმულ გამოცდილებასა და მავნე ჩვევებს შორის. ისინი არ საუბრობენ შესაძლო კავშირზე და შორდებიან წარსულს, რათა დაიცვან თავი უსიამოვნო მოგონებებისა და უარყოფითი ემოციებისგან. ამავდროულად, მტკივნეული გამოცდილების მიღება და მათზე მუშაობა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს დამოკიდებულების აღდგენისთვის.
დაფიქრდით, არის თუ არა ჩვევები, რომლებიც რეალობისგან დამალვაში გეხმარებათ
ფსიქოლოგების აზრით, სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული ტრავმები ზრდის სექსზე დამოკიდებულების, ღალატის ან რეალური ურთიერთობების თავიდან აცილების რისკს ვირტუალური ურთიერთობების სასარგებლოდ, იქნება ეს სმარტფონი თუ ვიდეო თამაშები. გარდა ამისა, მშობლების სითბოს ნაკლებობის ტრავმამ შეიძლება ადამიანი უხერხული, მორცხვი გახადოს, რაც თავის მხრივ უბიძგებს მას ჩაეფლოს ვიდეო თამაშებში, სმარტფონებში ან სოციალურ მედიაში.
შეაფასეთ ყველაფერი რიგზეა თუ არა პირად ურთიერთობებში
ტრავმირებული ადამიანები ფიქრობენ, რომ ჯანსაღი ურთიერთობა დრამისა და ძალადობის გარეშე მოსაწყენი და არასასიამოვნოა. შედეგად, ისინი დაიწყებენ რეალობისგან თავის დაღწევას, ვიდეო თამაშების ან პორნოგრაფიის გამოყენებას, კავშირების შესუსტებას ან გაწყვეტას, რათა შეცვალონ იგი უფრო ნაცნობით - ტოქსიკურით. თქვენი ურთიერთობის შესაფასებლად, ღირს იმის გაანალიზება, ეფუძნება თუ არა ის სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობას, ემოციურ დაუცველობას და მიტოვების შიშს.
მოუსმინეთ საკუთარ თავს დასვენების დროს
თუ სიმშვიდე და სიჩუმე გაბნევთ და გაწუხებთ, ეს ცუდის ნიშანია. ეს იმ ადამიანების ქცევაა, რომლებსაც ეშინიათ საკუთარ აზრებთან მარტო დარჩენის. ბავშვობის ტრამვაგადატანილი ადამიანი ხშირად ცდილობს თავისი განრიგის სრულად შევსებას. სამუშაო და კარიერა, საყოფაცხოვრებო სამუშაოები, პირადი ცხოვრების მოწყობის მუდმივი მცდელობა - ეს ყველაფერი საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ სიჩუმე და სიმშვიდე, რომლის დროსაც იწყება უარყოფითი ემოციები და ფიქრები საკუთარი უსარგებლობის შესახებ. თუ აქტივობები მოულოდნელად გაქრება, მაგალითად, დასვენების დღეს არ არის შეხვედრები ან რაიმე საქმე, ადამიანი შეიძლება იყოს ნერვიული, გაბრაზებული ან დეპრესიული, თავს არასაკმარისად კარგად გრძნობს.
იპოვეთ კარგი ფსიქოთერაპევტი ან ფსიქოლოგი და იმუშავეთ მასთან დამოკიდებულების გამომწვევ მიზეზებზე. სპეციალისტი დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რა იწვევს თქვენ ამდენ ტკივილს და გაიძულებთ ეძებოთ ხსნა, მოგცემთ ინსტრუმენტებს ტრავმების გადასაჭრელად და დაგეხმარებათ განავითაროთ გაგება, თანაგრძნობა და საკუთარი თავის პატივისცემა.