როგორ მოვიქცეთ ემოციურად გაუაზრებელ მშობლებთან - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ ემოციურად გაუაზრებელ მშობლებთან

შერიგება

ემოციურად გაუაზრებელი მშობლების შვილს სურს დაიჯეროს, რომ ერთ დღეს ისინი აღიარებენ ყველა შეცდომას, აიღებენ პასუხისმგებლობას და ბოდიშს მოუხდიან მას. სამწუხაროდ, ეს იშვიათად ხდება სინამდვილეში. ასეთი დედებისთვის და მამებისთვის ძალიან რთულია გააცნობიერონ, რა ზიანი მიაყენეს შვილებს.

"დააწესეთ საზღვრები"

უპირველესად, თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ საზღვრები, რომელიც განსაზღვრავს დედის და მამის ქცევას, შემდეგ გაუმკლავდით შინაგან საზღვრებს, ანუ გადაწყვიტეთ რისი გაძლება და მიღება შეგიძლიათ მშობლებისგან. ეს არ არის ადვილი, მაგრამ აუცილებელია დიდი ხნის არაჯანსაღი ჩვევებისგან თავის დაღწევა. როდესაც შეამჩნევთ, რომ მშობლებთან საუბარი დისფუნქციურ სცენარში გადადის, მაგალითად, გაუმართლებელია და ზედმეტად გაკრიტიკებთ, შეგიძლიათ უპასუხოთ: „არ მიყვარს, როცა ასე მელაპარაკებიან. ამ თემაზე სხვა დროს ვისაუბროთ“.

იპოვეთ გზა თქვენი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად

იფიქრეთ იმაზე, თუ ვის შეუძლია მოგცეთ სიყვარული და ღია კომუნიკაცია, რომელიც არ გაქვთ მშობლებთან. შესაძლოა ეს იყოს მენტორი, რომელსაც ესმის თქვენი, ან ოჯახის წევრი, რომელთანაც მჭიდრო კონტაქტში ხართ. თქვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით, რომლებსაც მშობლები იგნორირებას უკეთებენ, თქვენ თანდათანობით გათავისუფლდებით ქცევისა და აზროვნების უარყოფითი მხარეებისგან, რომლითაც გაიზარდეთ.