5 მეთოდი, როგორ გავრეცხოთ სამზარეულოს პირსახოცები სწორად - rogor.ge

5 მეთოდი, როგორ გავრეცხოთ სამზარეულოს პირსახოცები სწორად

გამოხარშვა

აიღეთ დიდი ქვაბი ან ლითონის ჯამი, სადაც ყველა პირსახოცი ჩაეტევა. გაითვალისწინეთ, რომ ფერადი, მუქი და თეთრი ქსოვილებისთვის საჭიროა ცალკე ჭურჭელი. ქვაბში ჩაასხით ცივი წყალი, 1 ლიტრ სითხეს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი სარეცხი ფხვნილი და გამოხარშეთ პირსახოცი. ფერადი და მუქი ნივთების გამოხარშვა შესაძლებელია 20 წუთის განმავლობაში, თეთრის - ერთი საათის განმავლობაში. პროცედურის შემდეგ მაშებით ფრთხილად ამოიღეთ პირსახოცები წყლიდან, კარგად გარეცხეთ ცივი წყლით და გაფინეთ გასაშრობად.

როგორ გავრეცხოთ სამზარეულოს პირსახოცები მცენარეული ზეთით, ამიაკითა და სოდით

ამ მეთოდით ქსოვილიდან ძველი ლაქების მოცილებაც კი შეიძლება. დაგჭირდებათ:

  • 3 სუფრის კოვზი ამიაკი;
  • 3 სუფრის კოვზი რაფინირებული მზესუმზირის ზეთი;
  • 5 სუფრის კოვზი საკვები სოდა.
  • სარეცხი ფხვნილი

აიღეთ დიდი კონტეინერი, როგორიცაა ვედრო ან სხვა ჭურჭელი. დაასხით 5 ლიტრი ცხელი წყალი. მასში გახსენით ამიაკი, მზესუმზირის ზეთი და სოდა. დაასველეთ პირსახოცები ამ ნარევში 4 საათის განმავლობაში. იმისათვის, რომ ხსნარი უფრო დიდხანს იყოს ცხელი, დააფარეთ კონტეინერს სახურავი. პროცედურის შემდეგ პირსახოცები ფხვნილით ხელით ან სარეცხი მანქანით გარეცხეთ და ჩამოკიდეთ გასაშრობად.

როგორ გავრეცხოთ სამზარეულოს პირსახოცები მცენარეული ზეთით და მარილით

დაგჭირდებათ:

  • 3 სუფრის კოვზი რაფინირებული მზესუმზირის ზეთი;
  • 5 სუფრის კოვზი მარილი;
  • სარეცხი ფხვნილი.

ჩაასხით 5 ლიტრი ცხელი წყალი დიდ ვედროში ან ქვაბში. მასში გახსენით ზეთი და მარილი. ამ ნარევში დაასველეთ ჭუჭყიანი პირსახოცები, დააფარეთ კონტეინერს თავსახური და გააჩერეთ 12 საათი. შემდეგ ამოიღეთ პროდუქტები, გარეცხეთ მანქანაში ფხვნილით და გააშრეთ.

როგორ გავრეცხოთ პირსახოცები წყალბადის ზეჟანგით და ამიაკით

დაგჭირდებათ:

  • 1 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი;
  • 1 სუფრის კოვზი ამიაკი;
  • სარეცხი ფხვნილი.

ჩაასხით 5 ლიტრი ცხელი წყალი დიდ ქვაბში, აუზში ან ვედროში. დაამატეთ წყალბადის ზეჟანგი და ამიაკი. ჩაყარეთ პირსახოცები ხსნარში და გააჩერეთ 30-60 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ამოიღეთ პროდუქტები და გარეცხეთ სარეცხი საშუალებით ხელით ან სარეცხი მანქანით.

როგორ გავრეცხოთ სამზარეულოს პირსახოცები ლიმონმჟავით

დაგჭირდებათ:

  • სარეცხის საპონი(ნახევარი);
  • ლიმონის მჟავა.

გახეხეთ საპონი სახეხზე. შემდეგ გახსენით ცხელ წყალში. ჩაყარეთ პირსახოცები სითხეში და გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში. ამის შემდეგ, ამოიღეთ და კარგად გაწურეთ პროდუქტი ზედმეტი ტენისგან. ლაქებს დაასხით ლიმონმჟავა, ერთი საათის შემდეგ გარეცხეთ პირსახოცები ცივი წყლით და გააშრეთ.