როგორ გავუმკლავდეთ მწუხარებას შინაური ცხოველის გარდაცვალების შემდეგ
მიეცით საკუთარ თავს წუხილის საშუალება
თითოეული ადამიანი თავისებურად განიცდის მწუხარებას. როგორი გრძნობებიც არ უნდა გქონდეთ, ნუ უგულებელყოფთ მათ. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ თქვენი ემოციები სავსებით ნორმალურია და უნდა გამოამჟღავნოთ, რათა განიკურნოთ. ტკივილი და ტანჯვა ერთი და იგივე არ არის და ტკივილის თავიდან აცილების სხვადასხვა გზა ხშირად იწვევს ტანჯვას. ანუ ჩვენი მცდელობა, შევიკავოთ ტკივილი ან არ ვიფიქროთ მასზე, ხდება ყოველდღიური "დამქანცველი სამუშაო".
ისაუბრეთ თქვენი გრძნობების შესახებ
შეგიძლიათ თქვენი გრძნობები გაუზიაროთ მეგობრებს, ან მიხვიდეთ ფსიქოლოგთან. მიეცით თქვენს თავს საშუალება ღიად გამოავლინოთ ემოციები. თუ არავინ გყავთ ისეთი ვისაც გაესაუბრებით, გამოხატეთ თქვენი გრძნობები წერილით და შემდეგ დაწვით.
ესაუბრეთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მსგავსი გამოცდილება
თუ თქვენს გარემოში არიან ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს შინაური ცხოველი, ესაუბრეთ მათ. მათ შეუძლიათ გაგიზიარონ გამოცდილება და თქვან რა დაეხმარათ მათ. თქვენ, თავის მხრივ, გეყოლებათ გამგები მსმენელი, რომელმაც რეალურად იცის, როგორ გრძნობთ თავს ახლა. მნიშვნელოვანია იპოვოთ ადამიანი, ვისაც შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი ტკივილი და იგრძნოთ, რომ მარტო აღარ ხართ ამ სამყაროში.
ჩაატარეთ რიტუალები
მოაწყვეთ თქვენი საყვარელი შინაური ცხოველის დაკრძალვა ან მემორიალური საღამო. ეს საშუალებას მოგცემთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს გამოხატოთ დაკარგვის ემოციები და მხარი დაუჭიროთ ერთმანეთს. გარდა ამისა, რიტუალები ხელს უწყობს მომხდართან შეგუებას, გადარჩენას და ტკივილისგან გათავისუფლებას.
როგორ შეარჩიოთ იდეალური ძაღლი ბინისთვის: 10 ყველაზე უპრობლემო ჯიში ქალაქში საცხოვრებლად
შეავსეთ სიცარიელე
თუ ყოველ დილით დილის შვიდ საათზე დგებით ძაღლის გასასეირნებლად, შეეცადეთ შეინარჩუნოთ ეს ჩვევა თავიდან მაინც. გააკეთეთ რაღაც მნიშვნელოვანი და სასარგებლო: დაიწყეთ სირბილი, წიგნების კითხვა ან პოდკასტების მოსმენა. ეს მოგცემთ შანსს ცოტათი დაისვენოთ.
გახდით მოხალისე
ცხოველთა თავშესაფრებში ხშირად სჭირდებათ მოხალისე, რათა იზრუნოთ ძაღლებზე და გამოხატოთ სიყვარული. თუ გრძნობთ გაცემის აუცილებლობას, თქვენ გაქვთ ამის გონებრივი ძალა და ეს დაგეხმარებათ გამოჯანმრთელებაში, წადით უახლოეს თავშესაფარში და გაასეირნეთ ძაღლები ან მოუარეთ კატებს. ალბათ, თავს უკეთ იგრძნობთ.