10 ხრიკი, როგორ ჩაალაგოთ ჩემოდანი 30 წუთში - rogor.ge

10 ხრიკი, როგორ ჩაალაგოთ ჩემოდანი 30 წუთში

გადაწყვიტეთ მოგზაურობის მარშრუტი

იმის მიხედვით, სად, როდის, ვისთან და რატომ წახვალ, მთლიანად განსაზღვრავს იმას, თუ რა ნივთები და რა რაოდენობით დაგჭირდებათ! თუ ზღვაზე აპირებთ დასვენებას, სხვა ნივთები დაგჭირდებათ და თუ საქმიანი ვიზიტით ჩადიხართ პარიზში, მაშინ აბსოლუტურად სხვა.

capture1-1684744306.png

შეამოწმეთ ამინდი

იდეალურია, თუ ამინდის სხვაობა უმნიშვნელოა გამგზავრების ადგილთან შედარებით. თუმცა, თუ შეიმჩნევა ამინდის სხვადასხვაობა, სჯობს ეს წინასწარვე გათვალოთ და მოემზადოთ ამისთვის.

თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ იცვამენ ადამიანები სხვადასხვა სიტუაციაში

მაგალითად, პარიზში ხშირად აცვიათ ნაცრისფერი და შავი ტანსაცმელი, უკეთიათ შარფი და სხვა. პარიზელები საშინელი სნობები არიან - მათთვის ძნელია გაჩუმება ისეთზე, ვისაც მათი აზრით "არასწორად" აცვია. მაგრამ ლონდონში ან ბარსელონაში თითქმის ვერ ნახავთ ქალს ქუსლებზე.

2-1684744337.png

კარგად დაათვალიერეთ თქვენი კარადა

შეარჩიეთ ნივთები სეზონის, ამინდის მიხედვით და ამოიღეთ მათგან ის, რაც შეუსაბამო იქნება. წაიღეთ მხოლოდ ისეთი რაც გიხდებათ, რაშიც კომფორტულად გრძნობთ თავს.

შეარჩიეთ ტანსაცმლის კომპლექტი

სამდღიანი მოგზაურობისთვის ტანსაცმლის 4 კომპლექტი მაინც დაგჭირდებათ: 2 დღის ვარიანტი და 2 "საღამოს" - ქუსლიანი და მის გარეშე. ეს შეიძლება იყოს 4 წყვილი ფეხსაცმელი და 2 ჩანთა, 3 კაბა, ჯინსი, წყვილი ბლუზა, მაისური და სხვა.

შეეცადეთ შექმნათ განსხვავებული ნაკრები

მაგალითად, ძალიან ევროპულია საღამოს შარვლის შეხამება ლამაზ ფეხსაცმელთან და ზედა, ქურთუკი ან შარფი და ვუალა! - თქვენ მზად ხართ ოპერაში წასასვლელად.

დაგეგმეთ თქვენი შოპინგი

გაიხსენეთ, რა ნახეთ "Pinterest"-ზე: რამ მიიპყრო ადგილობრივების ყურადღება ჩაცმულობაში? რომლის ყიდვას ისურვებდით თქვენთვის? დაამატეთ საყიდლების სიას და ბიუჯეტი წინასწარ გათვალეთ.

მოამზადეთ სამგზავრო ნაკრები

მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რას ჩაიცვამთ. ნებისმიერი შემთხვევაში გირჩევიათ ისეთი კაბა, რომელიც მოდურია და ამავდროულად, თავისუფლად იგრძნობთ თავს, ფეხზე კი ბოტასები ან სხვა კომფორტული ფეხსაცმელი, შეგიძლიათ დაამატოთ შარფიც.

გათვალეთ ნივთების ზომა და შესაბამისად შეარჩიეთ ჩემოდანიც

თუ ვერ ეტევა, ან დამატებით გადაიხადეთ წონისთვის, ან ოპტიმიზაცია მოახდინეთ ნივთების.

როგორ ჩავდოთ ბევრი რამ ჩემოდანში?

როცა თქვენი სამოსი შედარებით თხელი ქსოვილებისგანაა შეკერილი, მოცულობითი დეკორაციის გარეშე, გაცილებით ადვილადაა საქმე. ჩემოდანში მაისური + პერანგი + თხელი სვიტერის ნაკრები ერთ სქელ სვიტერზე ნაკლებ ადგილს დაიკავებს.

როგორ დავკეცოთ და წავიღოთ პერანგი მივლინებაში, რომ არ დაიკუჭოს