როგორ მოვიქცეთ, თუ ბინა დიდხანს ვერ იყიდება?
თუ თქვენი ბინა დიდხანს ვერ იყიდება, კარგად დაფიქრდით გამოხმაურებული მსურველები რა კითხვებს სვამენ ყველაზე ხშირად, რა მოთხოვნები და სურვილები აქვთ, რა არის მათი პრიორიტეტები ბინის შერჩევისას და ეცადეთ, რომ სწორედ ამ ყველაფერს შეუსაბამოთ თქვენი ბინა. თუკი რემონტს საჭროებს, მცირე კოსმეტიკური ხელის შევლებაც ნუ დაგენანებათ, რაც დიდ ბიუჯეტს არ მოითხოვს, თუმცა ბინაში მნახველების ყურადღებას კი ნამდვილად მიიპყრობს.
დიდი ხნის განმავლობაში დადებულ განცხადებაში აუცილებლად იპოვით რამეს, რის გამოც ბინა ჯერ კიდევ არაა გაყიდული. მაგალითად მიზეზი შეიძლება იყოს უხარისხო ფოტოები, არასრული ან არასწორი ინფორმაცია ბინის მახასიათებლებზე, რაც შეიძლება მექანიკურად დაშვებული შეცდომა იყოს უყურადღებოდ შევსებისას, თუმცა დაკვირვებულ მკითხველს დაეჭვების საშუალებას აძლევდეს და აფიქრებინებდეს რომ გამყიდველი იტყუება და არალოგიკურ მონაცემებს უთითებს. გაგრძელება
წყარო: ss.ge