როგორ მოვიმატოთ წონაში სწორად
პუტკუნა ქალბატონები ახლა ამოისუნთქებენ და შეამჩნევენ, რომ წონის მომატება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე შემდეგ მისი მოშორება. და მართვლაც, რაც შეიძლება იყოს უფრო მარტივი, ვიდრე ფასტ ფუდები, დესერტები, ცხოვრების ნაკლებადმოძრავი სტილი და წონაც თავისით გაიზრდება, დიახ ასე შეიძლება. მაგრამ ასეთ შემთხვევაში წონის მომატებასთან ერთად სერიოზულ ზიანს მიაყენებთ თქვენს ჯანმრთელობას, რადგან პირველ რიგში საჭიროა კუნთის და არა ცხიმის მასის გაზრდა. სასურველი მიზნისკენ სწორი გზა არის მაღალკალორიული დიეტისა და აქტიური სპორტული სავარჯიშოების ერთობლიობა. თუ გაწუხებთ წონის სიმცირე, მაშინ გამოიყენეთ შემდეგი რეკომენდაციები:
მოახდინეთ მადის სტიმულაცია საკვების მომზადების დროს აქტიურად გამოიყენეთ არომატული სუნელები, თუ გიყვართ მწარე, არ მოიკლოთ ხახვი და წიწაკა. ჭამის დროს მიიღეთ გაზირებული მინერალური წყალი ან ხილის წვენი.