როგორ გაფცქვნათ მოხარშული კარტოფილი წამებში - ეს მეთოდი უმარტივესია - rogor.ge

როგორ გაფცქვნათ მოხარშული კარტოფილი წამებში - ეს მეთოდი უმარტივესია

კარტოფილის მოხარშვამდე გააკეთეთ ჭრილი „ეკვატორის“ ხაზის გასწვრივ. მთავარია კანი მთლიანად, თავიდან ბოლომდე მოიჭრას.

1-1684311326.jpg

შემდეგ დაიწყეთ კარტოფილის მომზადება. კარტოფილის მოხარშვამდე ერთი წუთით ადრე მოამზადეთ ყინულიანი წყლით სავსე ღრმა ჯამი. ამოიღეთ ქვაბიდან ერთი კარტოფილი და ჩააგდეთ ყინულიან წყალში. დაელოდეთ 10 წამი.

2-1684311337.jpg

ახლა თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ გაფცქვნათ კარტოფილი! დაიჭირეთ კიდეები ისე, რომ ამოჭრილი ხაზი შუაში იყოს, კარტოფილის კანი დიდი ძალისხმევის გარეშე მოშორდება და ყველაზე კარგი ის არის, რომ ცხელი კარტოფილით თითებს არ დაიწვავთ.