5 მეთოდი, თუ როგორ გააქროთ აბაზანიდან უსიამოვნო სუნი - rogor.ge

5 მეთოდი, თუ როგორ გააქროთ აბაზანიდან უსიამოვნო სუნი

გაანიავეთ

ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა გააფანტოთ ჰაერში არც თუ ისე სასიამოვნო სუნი. თუ სააბაზანოს არ აქვს ფანჯარა, ჩართეთ ვენტილატორი და კარი ღია დატოვეთ. ეს სტრატეგია საუკეთესოდ მუშაობს, თუ მას სააბაზანოში შესვლისთანავე გააკეთებთ და არა გამოსვლისას.

კარგად ჩარეცხეთ ტუალეტი

რამდენჯერმე ჩარეცხეთ ტუალეტი, რათა ბოლომდე ჩაირეცხოს და თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სუნის გავრცელება. დაახურეთ თავსახური უნიტაზს.

გაუშვით აეროზოლი ჰაერში

რა ართულებს ჰაერის გასუფთავებას? ძირითადად, ეს დამოკიდებულია სუნის ინტენსივობაზე, რომლის აღმოფხვრას ცდილობთ. აეროზოლი გარკვეულწილად დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნთან ბრძოლაში.

გამოიყენეთ საკვები სოდა

საკვები სოდა შთანთქავს სუნის უმეტეს ნაწილს. ერთადერთი პრობლემაა, რომ საკვებ სოდასა და ჰაერს შორის კონტაქტისთვის დიდი დრო არ არის, ის სწრაფად ვერ გაფანტავს სუნს, მაგრამ თუ გსურთ მოაშოროთ უსიამოვნო სუნი, ღირს ცდა გრძელვადიან პერსპექტივაში. დადეთ სოდიანი თასი აბაზანაში.

გაასუფთავეთ ტუალეტი სათანადოდ

ქრონიკულად ცუდი სუნი დგას აბაზანაში? შესაძლოა დადგა დრო ტუალეტის გაწმენდისთვის. შეგიძლიათ საკვები სოდა და წყალი გამოიყენოთ სამიზნე უბნის გაწმენდისთვის. არ დაგავიწყდეთ გაასუფთავოთ ტრაპი და პირსაბანის მილი.