როგორ მოქმედებს სტრესი და ემოციური კვება ჯანმრთელობაზე - rogor.ge

როგორ მოქმედებს სტრესი და ემოციური კვება ჯანმრთელობაზე

ემოციური ჭამა ადვილად ამოსაცნობია - ის, როგორც წესი, გიბიძგებთ იმ ტიპის საკვების მიღებისაკენ, რომელიც მაღალკალორიულია და მყისიერად ანაყრებს, რაც ხშირად იწვევს სიმსუქნეს. მეორე მხრივ, მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ჭარბი რაოდენობით საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალური დისბალანსი. კერძოდ, როდესაც ორგანიზმში ძალიან ბევრი კალორია ხვდება, ნაწლავები ამაზე რეაგირებას ახდენს იმ ჰორმონის ,,გათიშვით” , რომელიც ტვინში აგზავნის სიგნალს დანაყრების შესახებ, შესაბამისად, ადამიანი მეტ და მეტ საკვებს იღებს, რაც სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას.

მეცნიერების აზრით, სტრესი რაციონალური აზროვნების პირველი მტერია - ის ათავისუფლებს იმპულსურ მხარეს. ეს კარგია, როდესაც საქმე გადარჩენის საკითხია, მაგრამ, უფრო ხშირად, ეს უბრალოდ ასუსტებს თქვენს ნებისყოფას და გაიძულებთ გააკეთოთ ის, რაც იცით, რომ არ არის კარგი თქვენთვის, მაგალითად, ძალიან ბევრი არაჯანსაღი საკვების ჭამა.

ამიტომ დამშვიდება და საკუთარი თავის მოტივაცია გადამწყვეტია - ღრმა სუნთქვამ შეიძლება დაამშვიდოს თქვენი ნერვული სისტემა და დააბრუნოს თქვენი რაციონალური გონება თამაშში. გაგრძელება