როგორ მოვამზადოთ ყველაზე სწრაფი საუზმე - უგემრიელესი ლავაშის როლის რეცეპტი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ყველაზე სწრაფი საუზმე - უგემრიელესი ლავაშის როლის რეცეპტი

უპირველეს ყოვლისა, ჩართეთ ღუმელი ისე, რომ გახურდეს იმ დროისთვის, სანამ როლი მზად იქნება. დააყენეთ ტემპერატურა 180 ან 200 გრადუსზე.

შემდეგ მთლიანად გაშალეთ ლავაში და წაუსვით სოუსი. შეგიძლიათ აიღოთ მაიონეზისა და კეტჩუპის ნარევი, ან ნებისმიერი სხვა მზა სოუსი. ამ შემთხვევაში გამოყენებულია ტკბილ-მჟავე სოუსისა და მაიონეზის ნაზავი. შემდეგ, მოაყარეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო და გახეხილი კომბოსტო.

rogor1-1684132896.jpg

მწვანე ხახვი ან მწვანილი დაჭერით და მოაყარეთ ლავაშზე. შემდეგ გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე და შაშხი, ან ნებისმიერი სხვა ხორცი დაჭერით კუბიკებად.

ლავაშს მოაყარეთ ყველი და ხორცი, შემდეგ გადაახვიეთ მჭიდრო რულეტად. რულეტს წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და შედგით ღუმელში 10-15 წუთის განმავლობაში.

rogor2-1684133033.jpg

rogor-1684133008.jpg