7 რჩევა, თუ როგორ გადაწიოთ სიბერე 5-10 წლით
გაიღიმეთ უფრო ხშირად!
ადამიანები, რომლებიც იღიმებიან ხშირად, უფრო ახალგაზრდულად და ენერგიულად გამოიყურებიან, ვიდრე სინამდვილეში არიან - ეს დაადასტურა კვლევის შედეგებმა, რომელშიც მოხალისეებს სთხოვეს დაედგინათ ფოტოზე გამოსახული ადამიანების ასაკი. კვლევის მონაწილეები იმავე ადამიანებს აღიქვამდნენ 5-10 წლით უმცროსად იმ ფოტოებში, სადაც ისინი იღიმოდნენ, "სერიოზულ" ფოტოებში კი უფრო ხანდაზმულები ჩანდნენ. ასე რომ გაიღიმეთ: სიცილი ახანგრძლივებს არა მხოლოდ სიცოცხლეს, არამედ ახალგაზრდობასაც!
მიირთვით მეტი ყურძენი
სორბიტოლი, რომელიც ყურძენს, ქლიავსა და მსხალს სიტკბოს ანიჭებს, ძალიან ძლიერი ბუნებრივი დამატენიანებელია: როდესაც კანზე წყალს ისვამთ, ის უჯრედეს ატენიანებს, დატენიანება კი ახალგაზრდა და ელასტიური კანის მთავარი საიდუმლოა.
ყურადღება მიაქციეთ წარბებს
მოვლილი წარბები დაბერების საწინააღმდეგო მაკიაჟის მთავარი პრინციპია. ის არ უნდა იყოს ძალიან თხელი და უმჯობესია აირჩიოთ ფერი, რომელიც ერთი ტონით ან ორი ტონით ღიაა, ვიდრე თქვენი თმის ფერი - ეს მიიპყრობს ყურადღებას თვალებზე, შეგძენთ უფრო ახალგაზრდულ იერს.
იზრუნეთ თქვენს კანზე
ასაკს ხელები უფრო უსვამს ხაზს, ვიდრე სახე ან ფიგურა. არ დაგავიწყდეთ ხელების ყოველდღიური დატენიანება, ასევე, მისი დაცვა ულტრაიისფერი სხივებისგან: თქვენს ხელებს მზისგან დაცვა ისევე სჭირდება, როგორც სახეს.
მიირთვით მეტი მწვანილი და ბოსტნეული
მწვანილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით პომიდორი, შეიცავს უამრავ ვიტამინს და მინერალს, რომლებიც ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, რაც იწვევს ჩვენი უჯრედების დაბერებას. გარდა ამისა, პომიდორში აღმოჩენილი ლიკოპენი თქვენს კანს ბუნებრივი ულტრაიისფერი სხივების დაცვას ანიჭებს – აუცილებლად დაამატეთ პომიდორი თქვენს საზაფხულო მენიუში!
მიირთვით ცხიმიანი თევზი
კვირაში მხოლოდ ორი პორცია ცხიმიანი თევზი საკმარისია თქვენი ტვინის გასაჯანსაღებლად. გარდა ამისა, ცხიმოვანი თევზი მდიდარია DMAE-ით (დიმეთილამინოეთანოლი), ნაერთი, რომელიც აუმჯობესებს კუნთების ტონუსს და კანის დაჭიმულობას. ზოგიერთი კოსმეტოლოგი კი ამტკიცებს, რომ თუ რეგულარულად მიირთმევთ ცხიმიან თევზს, არ მოგიწევთ დაბერების საწინააღმდეგო კრემების გამოყენება - თქვენ მიიღებთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ "შიგნიდან".
დაკავდით სპორტით
კვირაში რამდენჯერმე ვარჯიში აუცილებელია კუნთების ტონუსში მოსაყვანად და ასევე ჯანსაღი ძილის უზრუნველსაყოფად. ძილის ნაკლებობა ნაადრევი დაბერების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. კვირაში მინიმუმ 150 წუთი ვარჯიში და თავად დარწმუნდებით!