როგორ ამოვიცნოთ ბავშვის ავადმყოფობა - rogor.ge

როგორ ამოვიცნოთ ბავშვის ავადმყოფობა

ნერვული სისტემა

ჩვეულებრივ, მშობლები ყურადღებას სხეულის ტემპერატურას აქცევენ: ნორმალური - ნიშნავს, ყველაფერი კარგადაა, როცა მაღალია - უნდა მივცეთ სიცხის დამწევი საშუალება. როდესაც ტემპერატურა მაღალია, ხელები კი ყინულივით, ეს პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმზე მიუთითებს.

თუ პატარას ხელები მუდმივად ცივი აქვს, ე.ი. ნერვული სისტემის აგზნებადობაა მომატებული. თერმორეგულაციის დარღვევა ბავშვის ორგანიზმის სისუსტეზე, სტრესისადმი ორგანიზმის გამკლავების უუნარობაზე მიუთითებს.

მუდმივად ნოტიო ხელისგულები და ოფლიანი ქვედა საცვალი ორგანიზმის ნერვული რეგულაციის მოშლილობაზე მეტყველებს.

ნევროზთან მიახლოებულ მდგომარეობაზე მიუთითებს სხვა ნიშნებიც - ფრჩხილებს იკვნეტს, უეცრად კრთება, ძილში ლაპარაკობს (არაფერია საშიში, თუ ეს დროდადროა, მაგრამ თუ ყოველ ღამე მეორდება, საჭიროა ნევროპათოლოგის კონსულტაცია).

თუ ბავშვი მუდმივად აგზნებულია, ძნელია მისი თამაშით გართობა, თამაშის დაწყების შემდეგ კი არ შეუძლია შეჩერება, აგრესიულად რეაგირებს თამაშში ჩარევისას, აწყობს ხანგრძლივ ისტერიკებს, შეიძლება ქალაშიდა წნევის მომატების სიმპტომი იყოს, რაც ნევროპათოლოგის კომპეტენციაა.

ნერვული სისტემის გადამეტებული აგზნებადობა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევამ. ბავშვს შეიძლება ჰქონდეს გახშირებული გულისცემაც. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბეზე მიუთითებს მსუბუქად გამოწეული თვალები. ამ შემთხვევაში აუცილებელია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

ენა

ენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სარკეა, სადაც გაწერილია ყველა ჩვენი დაავადება. თუ ენაზე მუდმივად ყვითელი ან თეთრი ნადებია, ეს კუჭის ან ნაწლავების მუშაობის დარღვევას მიუთითებს. საყურადღებოა ე.წ. “გეოგრაფიული” ხაზები ენაზე, რომლებიც ხშრად აღინიშნება ანტიბიოტიკების ხანგრძლივად მიღების შემდეგ ან ნაწლავის დისბაქტერიოზისას. განაგრძეთ კითხვა