როგორ შეარჩიოთ საჭირო და აუცილებელი ნივთები და რა იყიდოთ, თუ სახლში კატის მოყვანა გადაწყვიტეთ - rogor.ge

როგორ შეარჩიოთ საჭირო და აუცილებელი ნივთები და რა იყიდოთ, თუ სახლში კატის მოყვანა გადაწყვიტეთ

დასაძინებელი ადგილი - სახლი, დივანი, კალათა

კატებს დღეში 18 საათი სძინავთ და გაცილებით მოსახერხებელი იქნება, თუ თქვენი შინაური ცხოველისთვის ცალკე საწოლს მოაწყობთ. უპირველეს ყოვლისა, ეს ჰიგიენურია: თქვენ არ გჭირდებათ მატყლის გამუდმებით გაწმენდა და კატა კომფორტულად და მყუდროდ იქნება. შეგიძლიათ შეიძინოთ ყუთი ან კალათები, ან რბილი ლეიბები. კატები თავად წყვეტენ სად დაიძინებენ. ამიტომ, უნდა დააკვირდეთ რამდენიმე დღის განმავლობაში და იქ დადგათ სახლი, სადაც მას მოსწონს ყოფნა.

საკვების ჭურჭელი

ყველაზე იაფი ჭურჭელი პლასტმასისაა, მაგრამ უჟანგავი ფოლადის ან კერამიკული თასების არჩევა მაინც ღირს. არც თუ ისე ძვირია, მაგრამ უკეთ ირეცხება და არ აგროვებს ცხიმს და ბაქტერიებს. უმჯობესია კატა გამოკვებოთ სპეციალური საკვებით - მხოლოდ მაღალი ხარისხის, წინააღმდეგ შემთხვევაში ვეტერინართან ვიზიტების თავიდან აცილება შეუძლებელია.

ტუალეტი

ბევრი უარს ამბობს კატის ყოლაზე, რადგან ბინაში უსიამოვნო სუნის ეშინია. მაგრამ ამ პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ აირჩევთ მისთვის სწორ ტუალეტს. ტუალეტის ზომა ისეთი უნდა იყოს, რომ კატა ადვილად მოთავსდეს მასში და შემობრუნდეს შიგნით.

კატის კლანჭები

ხშირად კატები თავიანთი კლანჭებით უამრავ რამეს აფუჭებენ. შპალერს გლეჯენ ან სხვა ნივთებს ანადგურებენ. შეგიძლიათ შეიძინოთ კლანჭების "ბალიშები", ისინი დამზადებულია პლასტმასის, რეზინის ან სილიკონისგან - უმჯობესია აირჩიოთ ეს უკანასკნელი ვარიანტი. თუმცა, ღირს იმის ცოდნა, რომ ასეთი ბალიშებით კატა თავს კომფორტულად არ გრძნობს.თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ მოაჭრათ კლანჭები. ეს ბოლომდე თავიდან ვერ აგაცილებთ ამ პრობლემას, თუმცა შედეგები ნაკლებად სავალალო იქნება. ამისათვის გამოიყენეთ სპეციალური ფრჩხილის საკვნეტი.

სავარცხელი ან ფურმინატორი

რეგულარულად დავარცხნეთ კატა სპეციალური სავარცხლით ან ფურმინატორით. ხარისხიანი სავარცხელი არ დააზარალებს თქვენს შინაურ ცხოველს.