როგორ მოამზადოთ ნამდვილი უკრაინული "ვარენიკები" შემწვარი სალით და ხახვით - rogor.ge

როგორ მოამზადოთ ნამდვილი უკრაინული "ვარენიკები" შემწვარი სალით და ხახვით

ცომისთვის ღრმა თასში აურიეთ კეფირი (იდეალურია იოგურტის ნაცვლად), კვერცხი და მარილი. ცალკე გაცერით ფქვილი და დაამატეთ სოდა. შემდეგ, შეურიეთ თხევადი და მშრალი ინგრედიენტები. მოზილეთ რბილი და ელასტიკური ცომი. გადააფარეთ პოლიეთილენის პარკი, ან პირსახოცი და გააჩერეთ 20 წუთი.

rogor4-1683185814.jpg

შიგთავსისთვის სალა დაჭერით პატარა ნაჭრებად. დაყარეთ ოდნავ გახურებულ ტაფაზე და შეწვით ხრაშუნობამდე. შემდეგ გადაიტანეთ ისინი თასში და დააბლენდერეთ. ტაფაში დარჩენილი ქონი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა კერძებისთვის.

გაფცქვენით და დაჭერით ხახვი. შეწვით ტაფაში, რომელშიც ღორის ქონი იყო შემწვარი. შემდეგ შეურიეთ ოქროსფერი ხახვი სალას.

ცალკე, სუფთა, მშრალ ტაფაში მოხალეთ ფქვილი შიგთავსისთვის. ის ოქროსფერი უნდა გახდეს. დაუმატეთ ხახვი და ქონი, მარილი, მოაყარეთ და ყველაფერი კარგად აურიეთ. შიგთავსი მზად არის!

მზა ცომი გაყავით რამდენიმე ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ თხელ ფენად (ცომის სისქე უნდა იყოს დაახლოებით 6 მილიმეტრი), ჭიქით ამოჭერით წრეები. თითოეულს შუაში მოათავსეთ მცირე რაოდენობით შიგთავსი და გადაახვიეთ ნახევარ მთვარეებად.

rogor1-1683185057.jpg

ჩაყარეთ "ვარენიკები" ადუღებულ მარილიან წყალში და მოხარშეთ 5 წთ. ამოიღეთ, მოაყარეთ შემწვარი ხახვი და დაადეთ არაჟანი.

rogor3-1683186106.jpg