როგორ გავალამაზოთ აგარაკი ეფექტური ხერხებით
რამდენიმე დონე
რამდენიმე რელიეფი ახლა ძალიან მოდაშია არა მხოლოდ ბაღში, არამედ ინტერიერის დიზაინშიც. შეგიძლიათ ერთი და იგივე ხეები და მცენარეები რამდენიმე დონის გასაფორმებლად გამოიყენოთ. ასე სივრცე ბევრად დიდი, კომფორტული და ლამაზი გამოჩნდება. ამ შემთხვევაში დიდი ზომის და მოყვავილე მცენარეები უფრო გამოგადგებათ, ცარიელი ადგილების შესავსებად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ საფეხურები.
მცენარეების საყრდენი
ამ დეტალის მეშვეობით არა მხოლოდ საყრდენით უზრუნველყოფთ თქვენს მცენარეებს, არამედ ოპტიკურად გაზრდით თქვენი ბაღის ვიზუალს. საყრდენად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტიხრები, ღერძები, ღობეები და ა.შ. გაგრძელება