როგორ დავიცვათ მყარი დისკი დაზიანებისაგან
მყარი დისკის მუშაობის პრინციპი ვინჩესტერს გააჩნია საკმაოდ რთული ელექტრო-მექნიკური შემადგენლობა, მაგრამ იმისათვის, რომ თქვენთვის უკეთ გასაგები იყოს გეტყვით, რომ მისი კონსტრუქცია შედგება 3 ძირითად ელემენტისაგან: მიკროსქემის მმართველი, მაგნიტური თავები (ინფორმაციის წამკითხველი) და მაგნიტური დისკები. რომელიმე მათგანის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მოწყობილობა ზიანდება, წყვეტს მუშაობას და იკარგება შენახული ინფრომაცია.
ვინჩესტერის მუშაობის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მაგნიტურ დისკებს, როგორც წესი, ამზადებენ კერამიკის ან ალუმინისგან და უსმევენ ფერომაგნიტის თხელ ფენას, რომელიც მაგნიტური თავების საშუალებით იწერს ინფორმაციას. თვითონ დისკები მაღალსიჩქარიან შპინდელზეა დამაგრებული, რომელიც ბრუნვის პერიოდში მაგნიტურ თავებსა და დისკის ზედაპირს შორის ქმნის ჰაეროვან ბალიშს. ეს ბალიში არ აძლევს დიკს, რომ კონტაქტში შევიდეს თავებთან, რაც გამოიწვევდა დაზიანებულ სექტორებში ინფორმაციის დაკარგვას.