როგორ შევარჩიოთ ორთოპედიული ბალიში
ყურადღება მიაქციეთ შიგთავსს
ორთოპედიული ბალიშები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, მათ შორის ქაფითა და ლატექსით.ქაფს აქვს მეხსიერების უნარი და შეუძლია კომფორტულად მოერგოს თქვენს თავსა და კისერს.ლატექსი შედარებით მაგარ საყრდენს უზრუნველყოფს.ბუმბული რბილი და ნაზია და სწორედ ამიტომ არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც ხერხემლის და კისრის პრობლემა აქვს.
გაითვალისწინეთ თქვენი ძილის მდგომარეობა
თქვენი ძილის მდგომარეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია ბალიშის შერჩევის დროს.თუ ძირითადად ზურგზე გძინავთ, კისრის ნეიტრალურ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად უმჯობესია დაბალი ბალიში შეარჩიოთ. ვისაც გვერდზე ძილი უყვარს მას შედარებით მაღალი ბალიში დასჭირდება კისრისა და მხრების ოპტიმალურ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად.ვისაც მუცელზე ძილი სჩვევია, მან ძალიან თხელი ბალიში უნდა შეარჩიოს ან საერთოდ უბალიშოდ უნდა დაიძინოს.არსებობს ბალიშები, რომელთა დარეგულირება საკუთარი სურვილის მიხედვით არის შესაძლებელი, შიგთავს თავად შეგიძლიათ არეგულიროთ, ჩაამატოთ ან მოაკლოთ, აკონტროლოთ ბალიშის სიმკვრივე და სიმაღლე. ეს საუკეთესო ვარიანტია იმ შემთხვევისთვის, თუ ზუსტად არ იცით, როგორი ბალიში გჭირდებათ. გაგრძელება