როგორ მოიშოროთ წელის ტკივილი - სცადეთ ეს სწრაფი ვარჯიშები ტკივილის შესამსუბუქებლად - rogor.ge

როგორ მოიშოროთ წელის ტკივილი - სცადეთ ეს სწრაფი ვარჯიშები ტკივილის შესამსუბუქებლად

გაჭიმვა სახით იატაკისკენ

rogor-1682580898.jpg

თუ თქვენ აკეთებთ ამ გაჭიმვებს, გაიწელეთ იმდენად, რამდენადაც თავს კომფორტულად იგრძნობთ. ამ გაჭიმვის თანმიმდევრულმა კეთებამ უნდა შეამსუბუქოს ტკივილი ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ თუ ტკივილი გაგრძელდება ექვსი კვირის შემდეგ ან უარესდება, მიმართეთ ექიმს.

  • დაიჩოქეთ მუხლეზე. მუხლები უნდა იყოს თეძოების ქვეშ, ხელები კი მხრების ქვეშ. ზურგი და კისერი გაასწორეთ. ნუ "ჩაკეტავთ" იდაყვებს.
  • ნელა გადაიტანეთ ქვედა ნაწილი უკან თქვენი ტერფებისკენ.
  • გაჩერდით ამ მდგომარეობაში ღრმა ამოსუნთქვამდე და დაუბრუნდით საწყის პოზიციას.
  • გაიმეორეთ 8-10-ჯერ.

მუხლები მკერდთან

rogor1-1682580986.jpg

დაწექით ზურგზე, მუხლები მოხარეთ. ნელა მიიტანეთ ერთი მუხლი მკერდთან, დაახლოებით ხუთი წამის განმავლობაში გააჩერეთ. გაიმეორეთ ხუთჯერ.

მენჯის დახრილობა

rogor2-1682581122.jpg

დაწექით ზურგზე, მუხლები მოხარეთ. დაჭიმეთ მუცლის კუნთები, ხოლო ზურგი იატაკზე მაქსიმალურად გაასწორეთ, გაჩერდით ხუთი წამით. გაიმეორეთ ხუთჯერ.

ცალ ფეხზე დგომა

rogor3-1682581159.jpg

დგომისას ერთი ფეხი მოხარეთ. საჭიროების შემთხვევაში დაიჭირეთ რაიმე, რომ შეძლოთ ამ მდგომარეობაში ყოფნა. გაჩერდით ამ პოზაში ხუთი წამის განმავლობაში. გაიმეორეთ სამჯერ.

წყარო: healthygem.com